მაცივარი NRV 192 BRG
ესაა ზონა, სადაც ჰაერის ტემპერატურა მიახლოებულია 0°С-ს და შექმნილია პროდუქტებისთვის ოპტიმალური ტენიანობა. დამტკიცებულია, რომ საკვები პროდუქტების უმეტესობას საგემოვნო და სასარგებლო თვისების დიდი წილი უფრო მეტად უნარჩუნდებათ +0,7°С ტემპერატურაზე. ამ ტემპერატურაზე საკვებისთვის საზიანო მიკროორგანიზმები და ბაქტერიები ნაკლებად მრავლდებიან. ამიტომაც, ნულ გრადუსამდე ზონაში პროდუქტები, განსაკუთრებით კი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, კენკრა, ყველი, ზღვის პროდუქტები გაცილებით დიდხანს ინარჩუნებენ პირვანდელ სიქორფეს.
სწრაფი გაციების სისტემა ტემპერატურის საჭირო დონეზე სწრაფად მიღწევის წყალობით ინახავს თქვენს პროდუქტებს მაცივარში.
სუპერგაყინვა – ესაა ფუნქცია, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შესაძლებელია დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის პროდუქტის გაყინვა, დაწყებული კენკრით და დამთავრებული ხორცით. მისი ჩართვისას ითიშება ტემპერატურის სენსორები, ამიტომაც კომპრესორების მუშაობა მანამდე ნარჩუნდება, სანამ კამერაში განთავსებული პროდუქტები ბოლომდე არ გაიყინება.
ფუნქცია No Frost-ი, ცივი ჰაერის მუდმივი ცირკულაციის წყალობით, აგარიდებთ პროდუქტებზე და მაცივრის ზედაპირზე ყინულის წარმოქმნას.
ანტიბაქტერიული საფარი მზადდება ვერცხლის იონების საფუძველზე დამზადებული პოლიმერებისგან, რომლებიც არ აძლევენ ბაქტერიებს მაცივრის კამერის ზედაპირზე გამრავლების საშუალებას. ეს განაპირობებს პროდუქტის უფრო ხანგრძლივ და ხარისხიან შენახვას, ასევე გამორიცხავს ადამინისთვის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საფარი არ სუსტდება და ინარჩუნებს მოქმედებას მაცივრის გამოყენების სრული პერიოდის განმავლობაში.
ბოთლების უფრო მოხერხებულად შენახვისათვის არის სპეციალური ნაკვეთური. მასში ბოთლების განთავსება-გამოღება გაცილებით იოლია. ბოთლები არ იკავებენ ზედმეტ სივრცეს, რის ხარჯზეც მიიღწევა მაცივრის კამერის სასარგებლო სივრცის მაქსიმალური შევსება.
მაცივარი აღჭურვილია ჰაერის იონიზაციის სისტემით. იგი ზრდის პროდუქტების შენახვის ხანგრძლივობას, ამცირებს მაცივარში საშიში ბაქტერიებისა და მიკრობების წაროქმნას და იცავს არასასიამოვნო სუნის გავრცელებისგან. თქვენი პროდუქტები დიდხანს შეინარჩუნებენ იერსახეს, გემოსა და სუნს.
მაცივარში დამონტაჟებულია სასიამოვნო რბილი ნათების LED ნათურები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკმარის სინათლეს მაცივრის შიგნით და არ ვნებენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მაინცდამაინც არ სწყალობენ შუქს. სინათლე მაცივრის მთელს შიდა მოცულობაზე ისეა განფენილი, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხილვადი.
ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A+ – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ნიშანი +-ის გამოყენება A-ს შემდეგ ნიშნავს კიდევ უფრო მაღალ ენერგოეფექტურობას, ვიდრე სტანდარტი A. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია
-
ორკამერიანი
-
9 კგ/დღ
-
კი
-
კი
-
კი
-
კი, სრული
-
No Frost
-
No Frost
-
კი
-
კი. მექანიკური
-
კი
-
კი
-
A+
-
კი
-
კი (1 ც.)
-
კი
-
128
-
2
-
1
-
2
-
1
-
4
-
3
-
333
-
43
-
ყავისფერი მინა
-
72
-
70
-
192
-
თურქეთი
-
461
-
SN-T
-
კი