ბრენდის შესახებ



ისტორია
KUPPERSBERG არის M&G Hausgeräte GmbH-ის ოფიციალური ბრენდი, რომელიც 2000 წლის დასაწყისიდან ქმნის დიზაინერულ ტექნიკას. კომპანიის წარმატებას განაპირობებს წარმოების დიდი გამოცდილება და საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობა. ხუთი წლის განმავლობაში ბრენდი KUPPERSBERG შევიდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ევროპული მწარმოებლების ტოპ ათეულში.
ბრენდის დასახელება KUPPERSBERG შედგება ორი ნაწილისგან: «Kuppe» და «Веrg», რაც გერმანულიდან თარგმანში „მთის მწვერვალს“ ნიშნავს. განვითარებასა და პროდუქციის გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სწრაფვის წყალობით, ჩვენი სავაჭრო ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და გაყიდვადია. საქართველოში ჩვენ გვიცნობენ, როგორც ხარისხიან და ყველასაგან გამორჩეულ ბრენდს.
KUPPERSBERG რიცხვებში
- 15 წელი მსოფლიო ბაზარზე.
- 5+ წლიანი ლიდერი თავის სეგმენტში.
- 10+ ქარხანა მთელ მსოფლიოში, სადაც KUPPERSBERG-ის პროდუქცია იწარმოება.
- სხვადასხვა ფუნქციონალურობის, დიზაინის, ფასის, სეგმენტისა და უნიკალურობის მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკის 250+ მოდელი;
- წარმატების 3 კომპონენტი – მუშაობის სიზუსტე, საუკეთესო სპეციალისტები, ხარისხიანი პროდუქტის შექმნის ძლიერი სურვილი.
ჩვენ ვქმნით პროდუქტს მსოფლიოს უდიდეს ქარხნებში მოთხოვნილი მაღალი სტანდარტების შესაბამისად. გერმანული ბრენდი ნიშნავს გერმანულ სიზუსტეს და პედანტურობას წვრილმანებშიც კი. ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია საქმიანობაში. ჩვენ ყურადღებით ვაკონტროლებთ წარმოების მთელ პროცესს და ყურადღებას ვაქცევთ ყველა დეტალს. ეს ფილოსოფია აისახება ჩვენს სლოგანში: „ხარისხი დეტალებში!“
KUPPERSBERG-ის პროდუქციის მთავარი მახასიათებელი მათი უნიკალური დიზაინია. ჩვენი პროდუქცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ ფასზე და ფუნქციაზე, არამედ დიზაინსა და ვიზუალზეც. ჩვენ ვართ პირველი გერმანული კომპანია, რომელმაც შექმნა სამზარეულოს ტექნიკა კლასიკურ იტალიურ სტილში და, მოხარული ვართ, რომ ჩვენი ეს ნოვაცია ტენდენციად დამკვიდრდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე.
ჩვენი საუკეთესო დიზაინერები, ტექნოლოგები და ექსპერტები ქმნიან პროდუქტის უნიკალურ ნიმუშებს. ჩვენი პროდუქცია დაზოგავს თქვენს დროს და დაგეხმარებათ შექმნათ ერთიანი განუმეორებელი სტილი თქვენს სამზარეულოში.

ჩვენი პროდუქცია
KUPPERSBERG-ის მარკის სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის ასორტიმენტი დღეს ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი ბაზარზე. იგი თავის თავში აერთიანებს გამწოვებს, ღუმელებს, გაზისა და ელექტრო ქურებს, მაცივრებს, მიკროტალღურ ღუმელებს, ჭურჭლისა და სარეცხ მანქანებს, სამზარეულოს აქსესუარებს. აქედან გამოდინარე, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ასეულობით მოდელიდან აარჩიონ მათთვის სასურველი, სხვადასხვა კონფიგურაციისა და დიზაინის, ასევე ნებისმიერი ფერის ექსკლუზიური სამზარეულოს ტექნიკა.
ჩვენი წყალობით, ელეგანტური, დახვეწილი და ფუნქციონალური ტექნიკა საქართველოს ბაზარზე სულ უფრო და უფრო მატულობს.
KUPPERSBERG-ის საფირმო სტილი – ესთეტური და, ამასთან ერთად, პრაქტიკული სამზარეულო ტექნიკაა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენთან ერთად თქვენი სამზარეულოს სივრცე მუდამ საუკეთესო და იდეალური იქნება.