საყინულე მაცივარი
საყინულე მაცივრები კუპერსბერგისგან
საყინულე მაცივარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწყობილობაა, რომელიც საკვების უსაფრთხო შენახვასა და სამზარეულოს ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ,,კუპერსბერგი”, გერმანული ბრენდი, რომელიც სამზარეულოს ტექნიკას 2000-იანი წლებიდან აწარმოებს, საყინულე მაცივრების უნიკალურ კოლექციას გთავაზობთ, რომელიც იტალიურ დიზაინს, გერმანულ ხარისხსა და საიმედოობას აერთიანებს.
საყინულე მაცივრის შერჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები
პირველ რიგში, შეაფასეთ თქვენი სამზარეულოს ფართობი და ოჯახის საჭიროებები. გაზომეთ არსებული სივრცე და დარწმუნდით, რომ არჩეული მოდელი მას მოერგება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, შეარჩიოთ A+ ან უფრო მაღალი კლასის საყინულე მაცივარი შეარჩიოთ. მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე ტექნიკა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რაც ამცირებს თქვენს კომუნალურ გადასახადებსა და ნაკლებ ნეგატიურ ეფექტს ახდენს გარემოზე.
ყურადღება მიაქციეთ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა NO-FROST, სუპერგაყინვა და მულტიზონური გაგრილება. ეს ფუნქციები გააუმჯობესებს თქვენს გამოცდილებასა და საკვების შენახვის ხარისხს. თანამედროვე საყინულე მაცივრები აღჭურვილია მრავალფეროვანი ტექნოლოგიებით, რომლებიც პროდუქტების ოპტიმალურ შენახვას უზრუნველყოფს.
გაითვალისწინეთ მაცივრის მუშაობის ხმაურის დონე, რათა კომფორტული საცხოვრებელი გარემო არ დაირღვეს. დაბალი ხმაურის დონის მქონე მოდელები განსაკუთრებულად ხელსაყრელია ღია დაგეგმარების სივრცეებისთვის.
ბოლოს კი შეარჩიეთ თქვენი სამზარეულოს ინტერიერთან შეხამებული მოდელი. გაითვალისწინეთ ფერი, ზედაპირის დამუშავება და საერთო სტილი.
რატომ ,,კუპერსბერგის” საყინულე მაცივარი?
ჩვენი საყინულე მაცივრები გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ მიზეზს, თუ რატომ ღირს შერჩევა:
- ინოვაციური NO-FROST სისტემა: ,,კუპერსბერგის” საყინულე მაცივრები უახლესი NO-FROST ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომელიც ცივი ჰაერის მუდმივი ცირკულაციის პრინციპით მუშაობს. მაცივრის უკანა კედელში განთავსებულია სპეციალური ვენტილატორი, რომელიც მთელ კამერაში ჰაერის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს. ეს პროცესი ხელს უშლის ტენის დაგროვებას და, შესაბამისად, ყინულის გროვების წარმოქმნას როგორც პროდუქტებზე, ისე მაცივრის შიდა ზედაპირზე;
- დაბალი ხმაურის დონე: ჩვენი საყინულე მაცივრები გამოირჩევა ხმაურის დაბალი დონით – მხოლოდ 41 დეციბელს შეადგენს. ეს მიიღწევა მაღალი ხარისხის კომპრესორების და ვიბრაციის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს სამზარეულოში;
- ანტიბაქტერიული დაცვა: მაცივრები აღჭურვილია უნიკალური ანტიბაქტერიული პლასტიკით, რომელიც ვერცხლის იონების ბაზაზეა შექმნილი. ეს იონები თანდათანობით თავისუფლდება და მიკროორგანიზმების უჯრედებს უკავშირდება, არღვევს მათ სტრუქტურას და აფერხებს გამრავლებას;
- მაღალი ენერგოეფექტურობა: ჩვენი საყინულე მაცივრები მიეკუთვნება A+ კლასს, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დაბალ მოხმარებას და ამცირებს თქვენს ხარჯებს;
- მრავალფეროვანი ფუნქციები: სუპერგაყინვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად გაყინოთ დიდი რაოდენობით პროდუქტი, რაც იდეალურია სეზონური ხილისა და ბოსტნეულის შესანახად. თანამედროვე LED განათება და ინტუიციური კონტროლის პანელი კი ხელს უწყობს მოხმარების კომფორტს.
ამრიგად, ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ იღებთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის საყინულე მაცივარს, არამედ ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი საკვების უსაფრთხოებას, ენერგიის დაზოგვასა და კომფორტს სამზარეულო სივრცეში.
მიუხედავად იმისა, თუ რა ზომის სამზარეულო გაქვთ ან რა სტილის ინტერიერი გსურთ, ,,კუპერსბერგის” საყინულე მაცივრების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ იპოვოთ იდეალური მოდელი თქვენი საჭიროებებისთვის. კომპანიის 15-წლიანი გამოცდილებისა და ინოვაციებისკენ მუდმივი სწრაფვის შედეგად, იღებთ ტექნიკას, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება თქვენს მოლოდინს.
ნუ გადადებთ, დაგვიკავშირდით ნომერზე – +995 32 203 33 13 ან ეწვიეთ ჩვენს შოურუმს მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 14.