ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

გარანტია KUPPERSBERG-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის

სარემონტო ტექნიკის მიღების წესები

შეკეთების პირობების (საგარანტიო, არასაგარანტიო) მიუხედავად, პროდუქცია მიიღება მხოლოდ სუფთა მდგომარეობაში. თუ მომხმარებელს არ შეუძლია დამოუკიდებლად გაქმინდოს პროდუქტი (მოწყობილობის დაშლის გარეშე) სერვის ცენტრისთვის გადაცემამდე, მაშინ მხარეთა შეთანხმებით სერვის ცენტრი მზადაა დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე თავად გაწმინდოს იგი, გაწმენდაზე უარის თქმის შემთხვევაში პროდუქტი არ მიიღება.
საგარანტიო შეკეთება არ ვრცელდება მექანიკური და თერმული დაზიანების, პროდუქტში სითხის შეღწევისას, არაავტორიზებულ ვწომისას (გახსნილი კორპუსი, ქარხნის ლუქების დაზიანება და ა აშ) ან თუ პროდუქტის ყუთზე სერიული ნომერი აკლია ან ნაწილობრივ დაზიანებულია. თუ მიღების მომენტში შეუძლებელია საგარანტიო სტატუსის დადგენა გარე ნიშნების საფუძველზე, სერვის ცენტრი იტოვებს უფლებას ინჟინრის მიერ დეტალური შემოწმების შემდეგ უარი თქვას ხარვეზების უფასო აღმოფხვრაზე.

ტექნიკის შესაკეთებლად მიტანის შემდეგ, მომხმარებელი ეთანხმება მის კომპლექტაციას, ხარვეზების, დაზიანების აღწერილობას და ასევე იმ ფაქტს, რომ ყველა შიდა დაზიანება მოხდა ტექნიკის შეკეთებაზე მიღებამდე.

არასაგარანტიო რემონტი ხორციელდება დამკვეთთან სამუშაოს ღირებულებაზე წინასწარი შეთანხმებით, რემონტის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს დიაგნოსტიკური მომსახურების საფასური.

საგარანტიო შეკეთების წესები

ნებისმიერი პროდუქტის შეკეთების პერიოდი მერყეობს 1 (ერთი) დღიდან 10 (ათ) დღემდე, იმ შემთხვევაში თუ სათადარიგო ნაწილები ადგილზეა; თუ საჭირო სათადარიგო ნაწილები არ არის ხელმისაწვდომი, შეკეთების პერიოდმა შეიძლება გასტანოს 45 (ორმოცდახუთი) დღემდე.

1.ავტორიზებული სერვის ცენტრი უფლებას იტოვებს უარი უთხრას მომხმარებელს საგარანტიო შეკეთებაზე შემდეგ შემთხვევებში:

* თუ მესაკუთრის მიერ დარღვეულია საგარანტიო ბარათში მითითებული პირობები;

* თუ გამოვლინდა მექანიკური დაზიანება;

* თუ არსებობს სითხის ან ტენიანობის კვალი.

2.ავტორიზებული სერვის ცენტრი უფლებას იტოვებს უარი უთხრას მომხმარებელს საგარანტიო შეკეთებაზე და შესთავაზოს მას ფასიანი სარემონტო მომსახურება, თუ მოწყობილობის დიაგნოსტიკის პროცესში გამოვლინდა გაუმართაობა, რომელიც წარმოიქმნება შემდეგ შემთხვევებში:

* მოწყობილობის უყურადღებო მოპყრობა, მუშაობის პირობების შეუსრულებლობა;

* უცხო ნაწილებისა და საგნების არსებობა;

* მოწყობილობის ზედაპირზე ან მის შიგნით მოხვედრილი სითხეების, აგრეთვე მწერების ან მათი მეტაბოლური პროდუქტებით გამოწვეული სხვადასხვა დაზიანებების არსებობა;

* გაუთვალისწინებელი სტიქიური უბედურებები და კატასტროფები, ასევე ადრე ჩატარებული უხარისხო რემონტი, რომელიც ჩატარდა დამოუკიდებლად ან არაკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

3.ავტორიზებულ სერვის ცენტრს უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს საგარანტიო რემონტზე, თუ მოწყობილობის კომპონენტები და ნაწილები, ისევე როგორც მისი ვიზუალური მხარე გამოსულია მწყობრიდან ან დაზიანებულია.

ტექნიკური მხარდაჭერა
დამირეკე
სერვის ცენტრები
კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი