თაღოვანი გამწოვი



T 669 ANT Bronze



T 669 ANT Silver



T 669 BOR Bronze



T 669 C Bronze



T 939 ANT Bronze

T 939 ANT Silver



T 939 BOR Bronze



T 939 C Bronze



T 969 ANT Bronze



T 969 ANT Silver



T 969 BOR Bronze



T 969 C Bronze



V 939 C Bronze



WL-MOTUBA B
კუპერსბერგის თაღოვანი გამწოვი
Kuppersberg-ი გთავაზობთ თაღოვანი გამწოვების ფართო არჩევანს. მოდელები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის LED განათებით, მძლავრი ძრავით და მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემით.
თაღოვანი გამწოვი ერთდროულად ორ მთავარ ფუნქციას ასრულებს — ეფექტურად წმენდს ჰაერს და სამზარეულოს დიზაინის გამორჩეულ შტრიხია.
რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი თაღოვან გამწოვზე?
თაღოვანი გამწოვის პირველი უპირატესობა მის დიზაინშია. მომრგვალებული ფორმა ქმნის ბუნებრივ თაღს ქურის თავზე, რაც ჰაერის ნაკადის მიმართულებას ცვლის და მოწყობილობის ეფექტურობას ზრდის. ამ ფორმის წყალობით, უკეთესად გროვდება ცხიმი და ორთქლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კერძები რამდენიმე კომფორზე ერთდროულად მზადდება.
თაღოვანი გამწოვები მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, სამზარეულო არასასურველი ორთქლისა და არომატებისაგან სწრაფად იწმინდება. სიმძლავრე, როგორც წესი, 150-დან 300 ვტ.-მდე მერყეობს, რაც საშუალო და დიდი ზომის სამზარეულოებისათვის სრულიად საკმარისია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ხმაურის დაბალი დონეა. თანამედროვე თაღოვანი გამწოვებში ხმის დამხშობი ტექნოლოგიებია გამოყენებული. ამიტომ, მიუხედავად მაღალი სიმძლავრისა, ხმაურს მინიმალურად გამოყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია დაგეგმარების სამზარეულოებში, სადაც ახლოსაა მისაღებ ან საძინებელ ოთახებთან ახლოსაა დამონტაჟებული.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თაღოვანი გამწოვის შერჩევისას?
შერჩევა სამზარეულოს გაზომვით იწყება. გამწოვის სიგანე მინიმუმ ქურის ზომის ტოლი უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში კი თითოეულ მხარეს 3-6 სანტიმეტრით მეტი. ასე გამწოვი სრულად დაფარავს ქურას.
მონტაჟის სიმაღლე, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ელექტრო ქურისთვის რეკომენდებული მანძილი 65-75 სმ-ია, გაზის ქურისთვის — 75-80 სმ. ძალიან დაბალ სიმაღლეზე დამონტაჟებული გამწოვი ქმნის უსაფრთხოების რისკებს, ხოლო ძალიან მაღლა დამონტაჟებული — კარგავს ეფექტურობას.
ვენტილაციის ტიპის არჩევისას გაქვთ ორი ვარიანტი: გარეთ გამყვანი ან რეცირკულაციის. გარეთ გამყვანი სისტემა უფრო ეფექტურია, რადგან პირდაპირ გააქვს დაბინძურებული ჰაერი. თუმცა, ის საჭიროებს სავენტილაციო მილების მონტაჟს, რაც ყოველთვის შესაძლებელი არ არის, განსაკუთრებით მცირე ზომის აპარტამენტებში. რეცირკულაციის სისტემა მარტივად მონტაჟდება და არ საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, თუმცა ნახშირის ფილტრების რეგულარულ გამოცვლას მოითხოვს.
ხმაურის დონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანამედროვე გამწოვების ხმაურის დონე დეციბელებში იზომება. საშუალო სიმძლავრეზე მუშაობისას, კარგი გამწოვის ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40-60 დეციბელს. თუმცა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით მეტია ხმაურის დონეც.
რატომ Kuppersberg-ის თაღოვანი გამწოვი?
ჩვენი თაღოვანი გამწოვები მზადდება გერმანული სტანდარტების მკაცრი დაცვით. ეს კი ხანგრძლივ და საიმედო ექსპლუატაციაში აისახება. თითოეული მოდელი მანამ, სანამ მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახდება, მრავალეტაპიან შემოწმებას გადის.
Kuppersberg-ის თაღოვანი გამწოვების კოლექცია მოიცავს სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და ფერის მოდელებს. LED განათება, მძლავრი ძრავა და ხმაურის დაბალი დონე — ეს მახასიათებლები ერთიანდება ჩვენს ჩასაშენებელ ტექნიკაში. დამატებით გამწოვებს თაიმერის ფუნქცია აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ დააპროგრამოთ მათი მუშაობის ხანგრძლივობა. თანამედროვე ფილტრაციის სისტემა ეფექტურად აგროვებს ცხიმსა და სუნს. ალუმინის კი ფილტრები ადვილად ირეცხება.
ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები დეტალურად აგიხსნიან თითოეული მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს და თქვენი სამზარეულოსათვის შესაფერისი გამწოვის შერჩევაში დაგეხმარებიან.
Kuppersberg-ის თაღოვანი გამწოვები სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი მოდელი შეიძინოთ, ისე, რომ ხარისხზე უარი არ თქვათ.
ჩადეთ ინვესტიცია ხარისხში, კომფორტსა და დიზაინში. შეიძინეთ Kuppersberg-ის თაღოვანი გამწოვი დღესვე და მიიღეთ სრულიად ახალი გამოცდილება!