ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი
30%-იანი ფასდაკლება შენი სამზარეულოს ტექნიკისთვის!
4 წლიანი სრული გარანტია

სამზარეულოს ტექნიკა KUPPERSBERG

შემუშავებულია გერმანიაში, შექმნილია კომფორტისა და სიმყუდროვის განცდისთვის. საიმედოა მუშაობისას და მოხერხებული გამოყენებისას. ესაა გერმანული ხარისხის ზუსტი ფორმულა.

კოლექციები

/

ჩვენ პირველი გერმანული კომპანია ვართ, რომელმაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის კლასიკურ იტალიურ სტილში წარმოება დაიწყო. კოლექცია Classic – ესაა იტალიური ტრადიციების ჰარმონიული შერწყმა გერმანულ სიზუსტესა და პედანტიზმთან.  KUPPERSBERG Classic-ის გარეგნული დახვეწილობა და გამართული ტექნიკური ფუნქციონალი აუცილებლად გიბიძგებთ საკულინარო შედევრების საშაქმნელად.

კოლექცია Hi-Tech მკაფიო ფორმების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და თავბრუდამხვევი იდეების თვალნათელი მაგალიათია. წვრილმანებამდე გათვლილი ყველა დეტალი სამზარეულოში ფუსფუსს გაგიადვილებთ. სითამამე და თავისუფლება ინოვაციაში – ესაა Hi-Tech-ის განუმეორებელი ხიბლი!

პროდუქცია

ერგონომიული კონსტრუქცია, ციფრული ინტერფეისი, ადვილი წმენდა. KUPPERSBERG-ის ტექნიკასთან ერთად საყვარელი კერძების მომზადება უფრო მეტად სასიამოვნო ხდება. კომპანიის ასორტიმენტში 450-მდე მოდელია და თითოეული მათგანი გერმანული სიზუსტის ეტალონია. ტექნიკის ხარისხი განაპირობებს საკვების ხარისხს!

ფილოსოფია
კომპანიის ფილოსოფია

KUPPERSBERG სიტყვასიტყვით „მთის მწვერვალს“ ნიშნავს. დასახელებაში გამოსჭვივის მთავარი მიზანი – სამზარეულოს ტექნიკის შექმნისას დავიპყროთ სულ ახლი და ახალი მწვერვალები. ხარისხის საკითხებში კომპრომისი არ არსებობს, ამიტომაც პროდუქციის შექმნისას ჩვენ ვიყენებთ გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. აწყობის მაღალი სიზუსტე, საუკეთესო სპეციალისტებისა და იტალიელი დიზაინერების ჩართულობა, ეტალონური პროდუქტის შექმნის სურვილი – ესაა KUPPERSBERG-ის წარმატების მთავარი საიდუმლო!

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი