ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

5 მიზეზი, რის გამოც შეიძლება თქვენი სამზარეულო ისეთი კომფორტული და ფუნქციური არ გამოვიდეს, როგორიც ჩაიფიქრეთ

5 მიზეზი, რის გამოც შეიძლება თქვენი სამზარეულო ისეთი კომფორტული და ფუნქციური არ გამოვიდეს, როგორიც ჩაიფიქრეთ

სამზარეულო სახლის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება. შესაბამისად, ეს სივრცე მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. თუმცა, დაგეგმარებისას შეცდომების დაშვება ადვილია. 

ამ ბლოგში გაგიზიარებთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას და გირჩევთ, თუ როგორ აიცილოთ ისინი თავიდან, რათა თქვენი სამზარეულო ნამდვილად ფუნქციური და სასიამოვნო სივრცე გახდეს. დისკომფორტი კი იწყება მაშინ:

როცა სამუშაო ზონები არაეფექტურადაა განლაგებული

ერთი წამით წარმოიდგინეთ კერძის მომზადების პროცესი: იღებთ პროდუქტს მაცივრიდან, რეცხავთ ნიჟარასთან, შემდეგ ამუშავებთ ზედაპირზე და ბოლოს დგამთ ქურაზე. იდეალურ სამზარეულოში ეს პროცესი შეუფერხებლად  უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა, ძალიან ხშირად, ეს სამი ძირითადი წერტილი – მაცივარი, ნიჟარა და ქურა — ერთმანეთისგან იმდენად დაშორებული ან მოუხერხებლად განლაგებულია, რომ მომზადება ზედმეტ გადაადგილებას საჭიროებს. შედეგად, დიდი მანძილი ან დაბრკოლებები სამუშაო ზონებს შორის სამზარეულოში ფუსფუსს დამღლელს ხდის.

თუ სამზარეულოს მოწყობა ინტერიერის დიზაინერის დახმარების გარეშე გიწევთ, ამ პრობლემის მოგვარებაზე თავად უნდა იფიქროთ. ამისათვის, აიღეთ ფურცელი და ფანქარი და მარტივად დახაზეთ სივრცე, მასზე მონიშნეთ მაცივრის, ნიჟარისა და ქურის ადგილები. შემდეგ კი დაფიქრდით, რამდენად მოსახერხებელი იქნება მათ შორის გადაადგილება. 

ეცადეთ, ამ სამ წერტილს შორის არ იყოს დიდი დისტანცია. იდეალური იქნება თუ 1-2 მეტრის სიგრძის მანძილს შეინარჩუნებთ და დარწმუნდებით, რომ მათ შორის მოძრაობისას ხელს არაფერი შეგიშლით. იმ შემთხვევაში, თუ  სამზარეულოს ფორმა არასტანდარტულია, ფოკუსირდით ზონების ლოგიკურ თანმიმდევრობაზე — პროდუქტის აღება – დამუშავება გარეცხვა – თერმული დამუშავება —  რათა ვიზუალიზაცია და დაგეგმვა უკეთ შეძლოთ.

როცა, არასაკმარისი სივრცის გამო, ტექნიკა არ იღება

სივრცის მაქსიმალურად ათვისების სურვილმა შეიძლება იქამდე მიგიყვანოთ, რომ ტექნიკა ერთმანეთთან ან კედლებთან ზედმეტად ახლოს განალაგოთ. ეს ხშირი შეცდომაა, რომელსაც პრაქტიკული პრობლემები მოჰყვება. მაგალითად, შეიძლება ,,კუპერსბერგის” ახალთახალი მაცივრის კარი კედელს გამოედოს და ბოლომდე არ გაიღოს. ეს ერთი მხრივ, მოწყობილობის ზედაპირს დააზიანებს, მეორე მხრივ კი, ბოსტნეულის სათავსოსა და საყინულის უჯრების გამოხსნაში შეგიშლით ხელს. 

სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ მაცივრით არ შემოიფარგლება. არასწორი დაგეგმარების შედეგად, შეიძლება ღუმლის წინ იმდენად მცირე ადგილი დარჩეს, რომ გამოღებისას ცხელი ჭურჭელი სათანადოდ ვერ დაიჭიროთ. ეს დისკომფორტი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს, რადგან არსებობს ცხელი საგნის დავარდნისა და დამწვრობის მიღების მაღალი რისკი.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა არსებობს — ,,კუპერსბერგის” შოურუმში სტუმრობამდე, დეტალურად უნდა გაზომოთ ის ადგილები, სადაც ტექნიკის, მაცივრის, გაზქურის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ინტეგრირებას აპირებთ. 

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარის სრულად გამოღებისათვის საჭირო სივრცეს. ამისათვის პატარა ხრიკს გაგიზიარებთ: ქაღალდის ლენტის გამოყენებით იატაკზე მონიშნოთ ტექნიკის კონტური და მისი კარის გაღების ტრაექტორია. ამ მარტივი ვიზუალიზაციის დახმარებით, მარტივად წარმოიდგენთ რჩება თუ არა საკმარისი ადგილი ტექნიკის გამოყენების, თუნდაც კარის გამოღებისას. 

როცა ვენტილაცია ავიწყდებათ

ბევრი ფიქრობს, რომ გამწოვი მხოლოდ არასასიამოვნო სუნის გასაქრობადაა საჭირო და ზოგჯერ მის სიმძლავრეს ან თუნდაც, არსებობას არასათანადო ყურადღებას აქცევს. თუმცა, კერძების მომზადებისას წარმოქმნილი ორთქლი, ცხიმი და წვის პროდუქტები მხოლოდ არასასიამოვნო სუნი არ არის.  ეს უხილავი ნაწილაკები ჰაერში რჩება, კედლებზე, ჭერზე, ავეჯსა და სხვა ტექნიკაზე ილექება, რთულად მოსაშორებელ წებოვან ნადებს ქმნის და სამზარეულოს იერსახეს აფუჭებს. 

ეფექტური ვენტილაციისთვის აუცილებელია სწორი გამწოვის შერჩევა. პირველ რიგში, გამოთვალეთ საჭირო სიმძლავრე (მ³/სთ). ეს დამოკიდებულია ქურის ტიპსა და სამზარეულოს ფართობზე. 

მარტივი ფორმულაა: გაამრავლეთ სამზარეულოს ფართობი (კვ.მ) მის სიმაღლეზე (მ), რომ მიიღოთ ოთახის მოცულობა (კუბ.მ), და შემდეგ გაამრავლეთ მიღებული რიცხვი 10-ზე (რაც ჰაერის საათში 10-ჯერ განახლებას შეესაბამება). 

მაგალითად, თუ თქვენი სამზარეულოს ფართობი არის 12 კვადრატული მეტრი, ხოლო ჭერის სიმაღლე 2.7 მეტრია, მაშინ სამზარეულოს მოცულობა იქნება: 12 კვ.მ x 2.7 მ = 32.4 კუბური მეტრი. ამ მოცულობისთვის რეკომენდებული მინიმალური სიმძლავრე გამოითვლება ასე: 32.4 კუბ.მ x 10 = 324 მ³/სთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გამწოვის სიმძლავრე მინიმუმ 324 მ³/სთ უნდა იყოს. 

ასევე, მნიშვნელოვანია ვენტილაციის ტიპის შერჩევა. გაარკვიეთ გაქვთ თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ გარეთ გამტანი მექანიზმის (ducted) გამწოვი დაამონტაჟოთ, რადგან ის უფრო ეფექტურია. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ჰაერსატარი მილის გაყვანა გამწოვიდან გარე კედლამდე ან შენობის ცენტრალურ სავენტილაციო სისტემამდე. თუ ეს შეუძლებელია, შეარჩიეთ რეცირკულაციული მოდელი ნახშირის ფილტრებით (recirculating), ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ფილტრები პერიოდულად უნდა გამოცვალოთ ხოლმე.

როცა ტექნიკის ზომა საჭიროებასა და სივრცეს არ შეესაბამება

ჩვენი გემოვნება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება, შეიძლება თქვენ დიდი, შთამბეჭდავი ტექნიკა მოგწონთ, ,,კუპერსბერგის” გუნდის რომელიმე წევრს კი კომპაქტური მოდელები ხიბლავდეს. თუმცა, დაგვერწმუნეთ, ეს საკითხი მხოლოდ გემოვნებაზე არ დგას, რადგან ორივე მიდგომა აუცილებლად არაეფექტური აღმოჩნდება, თუ რეალურ საჭიროებებსა და სამზარეულოს ზომას დავივიწყებთ.  

ხშირად მცირე ზომის სამზარეულოსათვის ორკარიან მაცივარს ყიდულობენ, რომელიც ისედაც შეზღუდულ სივრცეს მოუხერხებელს ხდის და გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. საპირისპიროდ, ძალიან დიდ სამზარეულოს კომპაქტური ტექნიკით აწყობენ. 

სანამ ზომაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ, გულწრფელად შეაფასეთ თქვენი ცხოვრების სტილი: რამდენი ადამიანი ცხოვრობს სახლში? რამდენად ხშირად ამზადებთ? რა ტიპის კერძებს ანიჭებთ უპირატესობას? გჭირდებათ დიდი საყინულე? ამ კითხვებზე პასუხები ტექნიკის ოპტიმალური ზომის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.  

ამის შემდეგ, აუცილებლად ზუსტად გაზომეთ ტექნიკისთვის განკუთვნილი ადგილი – სიგანე, სიმაღლე, სიღრმე – და არ დაგავიწყდეთ კარის გაღებისა და ვენტილაციისთვის საჭირო დამატებითი სივრცის გათვალისწინება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. თუ სივრცე შეზღუდულია, გახსოვდეთ, რომ არსებობს კომპაქტური (მაგ. 45 სმ სიგანის) ან ჩასაშენებელი ტექნიკა.

როცა ტექნიკა საერთო დიზაინს არღვევს

სამზარეულოს ტექნიკა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვის მატარებელი არ არის, ის ინტერიერის მნიშვნელოვანი ვიზუალური ელემენტიცაა. სხვადასხვა სტილის, ფერისა და მასალის ტექნიკის შემთხვევითი შერჩევა არაჰარმონიულ, ქაოსურ სივრცეს ქმნის. მაგალითად, უჟანგავი ფოლადის მაცივარი, კლასიკური სტილის ღუმელი და შავი მიკროტალღური ღუმელი ერთად შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს, თუ ეს დიზაინერული ჩანაფიქრი არ არის.

ჰარმონიული დიზაინის მისაღწევად, სამზარეულოს დაგეგმვის საწყის ეტაპზევე იფიქრეთ ტექნიკის ვიზუალურ მხარეზე. გადაწყვიტეთ, რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას და შეეცადეთ შეარჩიოთ ტექნიკა, რომელიც დეტალებით ერთმანეთს უკავშირდება, მაგალითად, ყველა მოწყობილობა შეიძლება უჟანგავი ფოლადის ან მინის დეტალებით იყოს გაწყობილი.  

მინიმალისტური იერსახის შესანარჩუნებლად კი ჩასაშენებელ ტექნიკაზე შეჩერდით. ჩვენთან, Kuppersberg-ში დახვეწილი დიზაინისა და გამორჩეული შესაძლებლობების მქონე მოდელებს აღმოაჩენთ. 

როგორც ხედავთ, იდეალური სამზარეულოს შექმნა დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. სამუშაო პროცესის სწორი ორგანიზება, ტექნიკისთვის საკმარისი სივრცის გათვალისწინება, ეფექტური ვენტილაცია, ზომისა და დიზაინის გონივრული შერჩევა იმ შეცდომებს აგაცილებთ თავიდან, რომლებსაც სხვები უშვებენ. მაგრამ, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უშეცდომო იყოთ, მნიშვნელოვანი ისაა კომფორტული, მოსახერხებელი და ფუნქციური სივრცე შექმნათ, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით. 

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი