ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი
-10%

ელექტრო ღუმელი SD 693 B

Original price was: 3039,00 ₾.Current price is: 2727,00 ₾.
შეძენა
უფასო მიწოდება
საქართველოს მასშტაბით
გარანტია 4 წელი
ხარისხის სტანდარტების მკაცრი დაცვა
მეტალის ფურნიტურა
მინის ფასადი
65 ლიტრიანი კამერა
ორდონიანი ტელესკოპური მიმმართველები
მოხსნადი და სრულად დაშლადი კარი
კარის მიმმართველი
ღუმელის კარის გაგრილება 3 მინა
ლანგარების კომპლექტი
თერმოსაცეცი
ორთქლით წმენდა
CRYSTAL CLEAN
ენერგომოხმარების კლასი A
მეტალის ფურნიტურა

მეტალის ხელნაკეთი ფურნიტურა ღუმელისთვის. მეტალის თითოეული ელემენტის დამზადებისას ინდივიდუალური მიდგომა საიმედოობას და მოხმარების ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. მეტალის ელემენტების ესთეტური დიზაინი მთელი სამზარეულოს განსაკუთრებული ანტურაჟის ნათელი ხაზგასმაა.

მინის ფასადი

ღუმელის ფასადი დამზადებულია ნაწრთობი მინისგან. მინის ფასადის ძირითადი უპირატესობებია:

  • ესთეტიურობა და სილამაზე;
  • სიმყარე და ხანგამძლეობა;
  • მოვლის სიმარტივე;
  • მედეგობა ნაკრაწების მიმართ.

 

ნაწრთობი მინა გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით – გატეხვისას იშლება წვრილ ფრაგმენტებად და არა მჭრელ და ბასრ ნატეხებად. სისუფთავის დაცვაც მარტივია, თქვენი ღუმელის ვიზუალური მხარის სისუფთავისთვის საკმარიასია მისი სველი ნაჭრით დროული გაწმენდა.

65 ლიტრიანი კამერა

ღუმელის 65 ლიტრიანი კამერა თითქოსდა, ერთი შეხედვით, მცირე მოცულობისაა, თუმცა-ღა იტევს იმავე მოცულობის ლანგარებს, რასაც 70 და 76 ლიტრიანი ღუმელები. ღუმელის კამერა უნაკეროა, არ აქვს პირაპირები, სადაც შეიძლება დაგროვდეს ჭუჭყი და გაართულოს წმენდის პროცესი.

ორდონიანი ტელესკოპური მიმმართველები

ადვილად მოხსნადი ორდონიანი ტელესკოპური მიმმართველები უზრუნველყოფენ ღუმელთან მუშაობის მოხერხებულობასა და ეფექტურობას.  მოწყობილობის მრავალდონიანი სისტემა საშუალებას იძლევა განათავსოთ მიმმართველები თქვენთვის საჭირო დონეზე. შესაძლებელია მთელი კონსტრუქციის სრულად დაშლა დამატებითი ინსტრუმენტების გამოუყენებლად. რაც კამერის იოლად და მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.

მოხსნადი და სრულად დაშლადი კარი

ღუმელის სრულად გაწმენდისას საჭიროა:

  • ძალდატანების გარეშე მოვხნათ კარი;
  • გამოვიღოთ მინები;
  • ზედმიწევნით გავწმინდოთ მოწყობილობის ყველა კუთხე.

დასრულებისას, ასევე მარტივად ავაწყოთ კონსტრუქცია და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე დავაყენოთ იგი კვლავ თავის ადგილას.

კარის მიმმართველი

ღუმელში დამონტაჟებულია თანამედროვე და საიმედო ანჯამები მიმმართველებით. მიმმართველი უზრუნველყოფს კარის რბილ და უსაფრთხო დახურვას. კარის ბოლომდე დახურვა ხდება ავტომატურად და გამორიცხავს ძლიერად ან არააკურატულად დახურვისას კარის მირტყმას ან დაზიანებას, რაც ასევე, ახანგრძლივებს ღუმელის მომსახურების ხანგრძლივობას.

ღუმელის კარის გაგრილება 3 მინა

გაგრილების ინოვაციური  ტექნოლოგიის გამეყენების გამო ღუმელის კარი არ ხურდება.

  1. პირველი შიდა მინა ათერმულია, სითბოს ნაწილი ბრუნდება ღუმელში, აჩქარებს გახურებას და საჭირო ტემპერატურის მიღწევას, რაც სასიკითეთოდ აისახება კერძის მომზადების პროცესზე.
  2. მეორე მინა მოთავსებულია ათერმულ და ფასადურ მინებს შორის, ხელს უწყობს კარის სავენტილაციო ჰაერის ნაკადის განცალკევებულად ცირკულაციას.
  3. ფასადის მინა პრაქტიკულად არ ხურდება, რამდენადაც ცხელი ჰაერის ნაკადი კამერის შიგნით მოძრაობს.

მთელი კონსტრუქცია ადვილად დაშლადია, რაც აიოლებს თითოეული მინის ცალ-ცალკე წმენდას.

ლანგარების კომპლექტი

ღუმელს კომპლექტში მოჰყვება ორი, სტანდარტული და ღრმა ლანგარი ProCook-ის დაფარვით, ასევე, ცხაურა. ღრმა ლანგარს აქვს ცხიმის ჩასადინარი, რაც მაღალი ცხიმგამდინარობის კერძების მომზადების ეფექტურობას ამაღლებს. ცხაურა უნივერსალური ფორმისაა და შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცალკე, ასევე ღრმა ლანგარში. აქვს დამცავი წიბო კერძის მდებარეობის ფიქსაციისთვის და მოსახერხებელი ფეხები მაგიდაზე  დასადგმელად.

თერმოსაცეცი

ღუმელს კომპლექტში მოჰყვება თერმოსაცეცი – შეუცვლელი ინსტრუმენტი რთული კერძების მომზადებისას. დააყენეთ მომზადების სასურველი რეჟიმი, მოათავსეთ თერმოსაცეცი კერძში და ღუმელი ავტომატურად გათიშავს სიმხურვალეს კერძში სასურველი ტემპერატურის მიღწევისთანავე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძი უკვე მზადაა და თქვენ აღარ იდარდებთ, რომ იგი შეიძლება დაგეწვათ.

ორთქლით წმენდა

ღუმელში სისუფთავის დაცვის გასამარტივებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლით წმენდის ფუნქცია. ჩაასხით ლანგარში წყალი და ჩართეთ ფუნქცია. წყალი წარმოქმნის ორთქლს, რაც დაალბობს ღუმელის შიგნით ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს. გასრულების შემდეგ მიმხმარი ჭუჭყი ადვილად მოცილდება კამერის კედლებს.

CRYSTAL CLEAN

მარტივად წმენდადი ემალი CRYSTAL CLEAN აიოლებს ღუმელის კამერის გასუფთავების პროცესს. თუ თქვენ კერძის მომზადებიდან 1-3 საათის შემდეგ დაიწყებთ კამერის წმენდას, ემალი CRYSTAL CLEAN გარანტიას იძლევა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყსა და ცხიმებს ძალზედ იოლად მოაცილებთ. საკმარისი იქნება მხოლოდ კამერის სველი ნაჭრით გაწმენდა.

ენერგომოხმარების კლასი A

ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • Classic

  • კი

  • კი

  • კი

  • კი

  • 2,9 კვტ

  • A

  • 2-დონიანი

  • ჰიდროლიზური

  • კი

  • 3

  • კი

  • კი

  • ქრომირებული, მოხსნადი

  • კი

  • კი

  • კი

  • კი

  • კი

  • ელექტრო

  • შავი

  • კი

  • პოლონეთი

  • 59.5

  • 59.5

  • 57.3

  • 10

  • 65

  • მინის

  • კი

  • ბრონზისფერი

  • სენსორული, მულტიფუნქციური

  • კი

  • კი

  • კი

  • კი

  • კი

  • კი

მსგავსი პროდუქტები
ახალი

ელექტრო ღუმელი FH 611 B

-10%
Original price was: 2468,00 ₾.Current price is: 2221,00 ₾.
კალათში დამატება
ახალი

ელექტრო ღუმელი HF 610 BX

-10%
Original price was: 2540,00 ₾.Current price is: 2280,00 ₾.
კალათში დამატება
ახალი

ელექტრო ღუმელი KMW 694

-10%
Original price was: 4112,00 ₾.Current price is: 3690,00 ₾.
კალათში დამატება
ახალი

ელექტრო ღუმელი HK 616 Black

-11%
Original price was: 4360,00 ₾.Current price is: 3900,00 ₾.
კალათში დამატება
ონლაინ კონსულტაცია
ონლაინ კონსულტაცია
ლოიალურობის პროგრამა
ლოიალურობის პროგრამა
შესყიდვის დაბრუნება
შესყიდვის დაბრუნება
კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი