ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

სამზარეულოს გამწოვის მოვლის გზამკვლევი: მარტივი ნაბიჯები მაქსიმალური ეფექტურობის შესანარჩუნებლად

სამზარეულოს გამწოვის მოვლის გზამკვლევი: მარტივი ნაბიჯები მაქსიმალური ეფექტურობის შესანარჩუნებლად

სამზარეულოს გამწოვი მუდმივად ებრძვის კვამლს, ცხიმსა და არასასიამოვნო სუნს. შესაბამისად, მისი დაბინძურების ხარისხი ყოველთვის მაღალია და სათანადო მოვლას საჭიროებს.

დაბინძურებული სამზარეულოს გამწოვი თავის ფუნქციას ეფექტურად ვეღარ ასრულებს. ფილტრებზე დაგროვებული ცხიმი და მტვერი მოწყობილობის სიმძლავრეს აქვეითებს, ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას და მის საექსპლუატაციო ვადასაც ამცირებს. უარეს შემთხვევაში კი ცხიმის დაგროვება ხანძრის საფრთხეს ქმნის.

ამ გზამკვლევში გაეცნობით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ გამწოვის მოვლის შესახებ — ფილტრების გაწმენდიდან რთული პრობლემების ამოცნობამდე.

როგორ მოუაროთ გამწოვის ფილტრებს, რათა მოწყობილობის ეფექტურობა შეინარჩუნოთ?

ფილტრები გამწოვის მთავარი კომპონენტებია, რადგან ისინი კერძების მომზადებისას წარმოქმნილ ცხიმს, კვამლსა და საკვების ნაწილაკებს აკავებს. სამზარეულოს გამწოვებში ძირითადად ორი ტიპის, მეტალისა და ნახშირის, ფილტრები გამოიყენება.

მეტალის ფილტრი ცხიმის ნაწილაკებზეა პასუხისმგებელი, ხოლო ნახშირის — არასასიამოვნო სუნზე. თუ თქვენი გამწოვი რეცირკულაციის რეჟიმში მუშაობს ანუ ჰაერს გარეთ არ უშვებს, მას, სავარაუდოდ, ორივე ტიპის ფილტრი აქვს. 

მეტალის ფილტრები რეგულარულ გაწმენდას საჭიროებს. თუ იშვიათად, მაგალითად, კვირაში ერთხელ, ამზადებთ ცხიმიან საკვებს, ფილტრები თვეში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ. ინტენსიური გამოყენებისას გარეცხვა ორ კვირაში ერთხელაა რეკომენდებული.

ფილტრების გაწმენდა მარტივია: ამოიღეთ ისინი — უმეტესად ღილაკის დაჭერით ან მარტივი ბიძგით იხსნება — ჩააწყვეთ ცხელ წყალში, დაასხით საწმენდი საშუალება და დააყარეთ სოდა. ასე დატოვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ არააბრაზიული ჯაგრისით და კარგად გაავლეთ. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, საგულდაგულოდ გააშრეთ და შემდეგ დააბრუნეთ მოწყობილობაში. 

გაფრთხილება: თანამედროვე მეტალის ფილტრები ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხება, თუმცა სანამ ამ მეთოდს მიმართავთ, გადაამოწმეთ მწარმოებლის რეკომენდაციები.

ნახშირის ფილტრები, განსხვავებით მეტალისგან, არ ირეცხება. ისინი ჩანაცვლებას საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ, ყოველ 3-6 თვეში ერთხელ ხდება. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი გამწოვი  კარგად ვეღარ ერევა არასასიამოვნო სუნს, მაშინ დროა ნახშირის ფილტრი გამოცვალოთ. 

როგორ მიხვდებით, რომ ფილტრების გაწმენდის დროა? თუ თქვენი გამწოვი ჩვეულებრივზე ხმამაღლა მუშაობს, სუსტად იწოვს ჰაერს, ან სივრცე ორთქლისა და სუნისაგან ეფექტურად აღარ იწმინდება, მაშინ წმენდის საჭიროება ნამდვილად არსებობს. 

გამწოვის შიდა მექანიზმების მოვლა მეტი უსაფრთხოებისთვის

მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის მოწყობილობა გაქვთ, დახრილი, თაღოვანი, ჩასაშენებელი თუ კუნძულის გამწოვი, მისი შიდა ნაწილების წმენდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფილტრების მოვლა. დროთა განმავლობაში ცხიმი და ჭუჭყი  გამწოვის შიდა კედლებზე, ვენტილატორზე და სხვა კომპონენტებზეც გროვდება. 

გაფრთხილება: დაბინძურებული შიდა ნაწილები ამცირებს გამწოვის ეფექტურობას და ცეცხლის გაჩენის რისკს ზრდის.

შიდა ნაწილები შეგიძლიათ ფილტრებთან ერთად გაწმინდოთ. მაშინ, როცა ფილტრები უკვე ამოღებულია, ეს პროცესი უფრო მოსახერხებელია. 

როგორ უნდა გაასუფთაოთ სამზარეულოს გამწოვის შიდა ნაწილები?

პირველ რიგში, გამორთეთ გამწოვი. ამოიღეთ ფილტრები და კარგად დაათვალიერეთ შიდა ნაწილები, რათა დაბინძურების დონის შეფასება შეძლოთ.

გასაწმენდად რბილი ქსოვილი/ღრუბელი და არააბრაზიული საწმენდი, მაგალითად, თბილ წყალში გახსნილი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. მოწყობილობას აგრესიული ქიმიური საშუალებებით ნუ გაწმენდთ, რადგან ამით შეიძლება ზედაპირები და ელექტრული კომპონენტები დააზიანოთ.

დაფარეთ გამწოვის ქვეშ მდებარე ზედაპირები (გაზქურა, სამუშაო მაგიდა) პირსახოცით ან ხელსახოცით, რადგან გაწმენდისას შეიძლება წვეთებითა ან ცხიმით დაისვაროს.

ცხიმის მყარი ნადების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხსნარი სოდის და თბილი წყლის ნაზავით. დაიტანეთ ეს კომბინაცია პრობლემურ ზონებზე, დატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ.

ყურადღება: არ დაასველოთ ელექტრული ნაწილები, ძრავა და განათების სისტემა.

გაწმენდის შემდეგ კარგად გაავლეთ ყველა ზედაპირი სუფთა წყლით და გაამშრალეთ მშრალი, რბილი ქსოვილით. ნუ ჩასვამთ ფილტრებს მანამ, სანამ შიდა ნაწილები სრულად არ გაშრება.

გამწოვის გარე ზედაპირის წმენდა: მიჰყევით რჩევებს და დაივიწყეთ პრობლემები

საკვების მომზადებისას წარმოქმნილი ორთქლი, ცხიმი და სუნი ჯერ ჰაერში ვრცელდება და შემდეგ ნელ-ნელა გამწოვის გარე ზედაპირზე ილექება, დროთა განმავლობაში მყარდება და გაწმენდაც რთულდება.

გამწოვების უმეტესობა დამზადებულია უჟანგავი ფოლადის, მინის, ან ამ ორი მასალის კომბინაციისგან. თითოეული მასალა სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს.

უჟანგავი ფოლადის ზედაპირი

ამ ტიპის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ რბილი ქსოვილი და უჟანგავი ფოლადისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალება. 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაწმენდისას მიჰყვეთ ფოლადის ტექსტურის/ხაზების მიმართულებას. ეს ზედაპირს ბუნებრივ იერსახეს შეუნარჩუნებს და არ დაკაწრავს მას. ამის შემდეგ, იგივე მოძრაობით რბილი ქსოვილით გაამშრალეთ.

თითის ანაბეჭდებისა და ლაქების მოსაშორებლად, არსებობს სპეციალური გელები და ზეთები, რომლებიც გამწოვის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის.

მინის ზედაპირი

მინის ზედაპირიანი გამწოვის გაწმენდა ძალიან მარტივია. ამისათვის მინის საწმენდი სპრეი და რბილი, უბოჭკო ქსოვილი სრულიად საკმარისია. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი წყლისა და ძმრის ხსნარი (¼ კონცენტრაციით). ეს ბუნებრივი ხსნარი ეფექტურად შლის ცხიმებს და არ ტოვებს ზოლებს.

ნუ გამოიყენებთ ქლორის შემცველ პროდუქტებს, აბრაზიულ საწმენდ საშუალებებს ან მეტალის ღრუბლებს.

სავენტილაციო არხებისა და მილების შემოწმება

დროთა განმავლობაში, სავენტილაციო არხებში გროვდება ცხიმი, მტვერი და საკვების ნაწილაკები. ეს ნარჩენები მოწყობილობაში ჰაერის ნაკადის გადაადგილებას აფერხებს. 

როგორ მიხვდებით, რომ არხები გაჭედილია? მოცემულია რამდენიმე ნიშანი, რომლითაც ეს პრობლემა ვლინდება:

  • გამწოვის შემცირებული სიმძლავრე;
  • ნაკლები ეფექტურობა;
  • უჩვეულო ხმაური მუშაობისას.

სავენტილაციო არხების სრული წმენდა პროფესიონალის დახმარებას საჭიროებს, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ შეამოწმოთ. მაგალითად, შენობის გარეთ გამოსულ მილს კარგად დააკვირდით — ხომ არ არის მასზე ფოთლები ან სხვა სახის ნარჩენები. 

თუ აღმოაჩინეთ ფოთლები ან ნარჩენები, ფრთხილად მოაშორეთ ისინი ხელით ან გრძელსახელურიანი ინსტრუმენტით. შეამოწმეთ სარქველი (დამცავი საფარი) და დარწმუნდით, რომ ის თავისუფლად იღება და იხურება. გაწმენდის შემდეგ ჩართეთ გამწოვი და დააკვირდით ჰაერის ნაკადს — ის თავისუფლად უნდა გადიოდეს გარეთ.

პროფესიონალური გაწმენდა, აქტიური გამოყენებისას, რეკომენდებულია ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული. 

ზოგადი რჩევები გამწოვის მოვლისათვის

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ჩართოთ გამწოვი მანამ სანამ საკვების მომზადებას დაიწყებთ. ხშირად მოწყობილობას მას შემდეგ რთავენ, როცა კვამლი და არასასიამოვნო სუნი უკვე მთელ სამზარეულოშია გავრცელებული. გამწოვის წინასწარ გააქტიურებით ჰაერის ცირკულაცია იწყება და სივრცე ბევრად უფრო ეფექტურად იწმინდება.

საკვების მომზადების შემდეგ, გამწოვი 10-15 წუთის განმავლობაში ჩართული დატოვეთ. ამ დროს სამზარეულოს ჰაერი სრულად გაიწმინდება, მოწყობილობა კი მილებში დაგროვებული ორთქლისაგან სრულად გათავისუფლდება. 

თითოეული გამოყენების შემდეგ, სწრაფად გაწმინდეთ გამწოვის გარე ზედაპირი რბილი, ნესტიანი ქსოვილით. ასე ცხიმს გამყარებამდე მოაშორებთ. ეს პროცესი სულ რამდენიმე წამს წაიღებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საათებს დაგიზოგავთ.

კვირაში ერთხელ გადახედეთ ფილტრებს. ფიზიკურად არ არის საჭირო მათი ყოველკვირეული რეცხვა, მაგრამ ვიზუალური მონიტორინგი ძლიერ დაბინძურებას მალევე აღმოგაჩენინებთ.

თუ თქვენს ოჯახში ხშირად მზადდება ცხიმიანი და არომატული კერძები, გამწოვის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეწვა, ცხობა ან მძაფრსუნიანი ინგრედიენტების გამოყენება (მაგალითად, ნივრის ან ხახვის) ფილტრებსა უფრო სწრაფად აბინძურებს.

თქვენ უკვე იცით, როგორ მოუაროთ გამწოვის ფილტრებს, როგორ გაწმინდოთ შიდა და გარე ნაწილები და როგორ შეამოწმოთ სავენტილაციო არხები. ახლა კი გამწოვის განახლების დროა — ჩაანაცვლეთ ძველი მოწყობილობები ,,კუპერსბერგის” თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით. 

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი