,,კუპერსბერგის” საყინულე მაცივრები – საუკეთესო არჩევანი თქვენი სამზარეულოსთვის
თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის ტექნიკის გარეშე, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ესთეტიკურადაც მიმზიდველია. ამ მხრივ, კუპერსბერგი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ ბაზარზე.
კუპერსბერგის სამზარეულო ტექნიკაში იტალიური დიზაინის ელეგანტურობა გერმანულ სიზუსტესა და საიმედოობას ერწყმის. ეს კომბინაცია ქმნის პროდუქტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. ამ ბლოგში სწორედ იმ მახასიათებლებს გაგაცნობთ, რომლებიც ,,კუპერსბერგის” საყინულე მაცივრებს კონკურენტებისაგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს – და არა მხოლოდ მიმზიდველი დიზაინით.
მოწინავე გაგრილების ტექნოლოგია საყინულე მაცივრებში
კუპერსბერგის საყინულე მაცივარი აღჭურვილია უახლესი გაგრილების ტექნოლოგიებით, რომლებიც პროდუქტების ოპტიმალურ შენახვასა და მაცივრის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს.
NO-FROST სისტემა თანამედროვე მაცივრებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა. ეს სისტემა მუშაობს ცივი ჰაერის მუდმივი ცირკულაციის პრინციპზე. მაცივრის უკანა კედელში განთავსებულია სპეციალური ვენტილატორი, რომელიც მთელ კამერაში ჰაერის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს. ეს პროცესი ხელს უშლის ტენის დაგროვებას და, შესაბამისად, ყინულის გროვების წარმოქმნას როგორც პროდუქტებზე, ისე მაცივრის შიდა ზედაპირზე.
NO-FROST საყინულე მაცივრის ყიდვის უპირატესობები მრავალმხრივია. პირველ რიგში, ის ზოგავს მომხმარებლის დროს და ენერგიას, რადგან მაცივრის რეგულარული გალღობა საჭირო აღარ არის. ამასთან, სისტემა უზრუნველყოფს თანაბარ ტემპერატურას მთელ კამერაში, რაც ახანგრძლივებს პროდუქტების შენახვის ვადას. დამატებით, NO-FROST ტექნოლოგია ამცირებს მაცივარში სუნის გავრცელებას.
სუპერგაყინვის ფუნქცია კიდევ ერთ ინოვაციურ კუპერსბერგის ტექნოლოგიას წარმოადგენს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, უმოკლეს დროში გაყინოს დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის პროდუქტი. როდესაც ეს ფუნქცია აქტიურდება, მაცივარი ტემპერატურის სენსორები დროებით ითიშება, რაც ტემპერატურის თვითრეგულაციის ფუნქციასაც თრგუნავს. კომპრესორი კი აგრძელებს მუშაობას , სანამ კამერაში მოთავსებული პროდუქტები სრულად არ გაიყინება.
სუპერგაყინვის ფუნქციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის პროდუქტების სწრაფად და თანაბარად ყინავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ხორცი, თევზი და კენკრა. სწრაფი გაყინვის პროცესში პროდუქტები არ ზიანდება, შესაბამისად, სტრუქტურა, პირვანდელი ხარისხი და გემო გალღობის შემდეგაც ნარჩუნდება.
საყინულე მაცივრის ანტიბაქტერიული ფუნქცია
No-Frost საყინულე მაცივარი უნიკალური ტექნოლოგიური უპირატესობით – ანტიბაქტერიული პლასტიკით – გამოირჩევა. ეს ინოვაციური მასალა, რომელიც ვერცხლის იონების ბაზაზეა შექმნილი, საკვების შენახვისა და ჰიგიენის დაცვისთვისაა მნიშვნელოვანი-.
როგორ მუშაობს ეს სისტემა?
ანტიბაქტერიული პლასტიკი ვერცხლის იონების დახმარებით მუშაობს, რომლებიც პლასტიკის სტრუქტურაშივეა ინტეგრირებული. ეს იონები თანდათანობით თავისუფლდება და მიკროორგანიზმების უჯრედებს უკავშირდება, არღვევს მათ სტრუქტურას და აფერხებს გამრავლებას. პროცესი მოქმედებს ფართო სპექტრის მიკროორგანიზმებზე – ბაქტერიებზე, სოკოებზე და სხვა.
ეს ინოვაცია ადასტურებს კომპანიის მზადყოფნას შექმნას პროდუქტები, რომლებიც უსაფრთხოებისა და ხარისხის მიმართ მომხმარებელთა მოთხოვნებს პასუხობს.
ენერგოეფექტურობა, როგორც ხარჯების შემცირების საშუალება
,,კუპერსბერგის” საყინულე მაცივრები ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდართებთან სრულ შესაბამისობაშია და A+ კლასს მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ მაცივარი მოიხმარს მნიშვნელოვნად ნაკლებ ენერგიას, ვიდრე A ან B კლასის მოდელები. ენერგოეფექტურობის ამგვარი ხარისხის მიიღწევა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის ენერგოეფექტური კომპრესორების, გაუმჯობესებული იზოლაციის და ჭკვიანი ტემპერატურის კონტროლის სისტემების.
მეტი თვალსაჩინოებისათვის – A+ კლასის საყინულე მაცივრების საშუალო წლიური ენერგომოხმარება მერყეობს 200-300 კილოვატის ფარგლებში (დეტალები დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე და მის მოცულობაზე). ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30-40%-ით ნაკლებია B კლასის ანალოგიური ზომის მაცივრებთან შედარებით.
დამატებით, A+ კლასის მაცივრების გამოყენება ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას. ეს არა მხოლოდ ეკონომიური, არამედ ეკოლოგიური არჩევანიცაა
ინოვაციური ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლის კომფორტს განაპირობებს
კუპერსბერგის საყინულე მაცივრები გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ეფექტურობით, არამედ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ინოვაციური ფუნქციებით, რომლებიც მათ ყოველდღიურ გამოყენებას აადვილებს.
LED ტექნოლოგიები: განათება და კონტროლი
კუპერსბერგის საყინულე მაცივრები აღჭურვილია უახლესი LED ტექნოლოგიებით, რომლებიც როგორც ოპტიმალურ განათებას, ასევე მოხერხებულ მართვას უზრუნველყოფს.
მაცივრებში დამონტაჟებული შიდა განათების სისტემა საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ყველა პროდუქტი, მაცივრის ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი. LED ნათურები ენერგოეფექტურიცაა – გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ნათურები.
საყინულე მაცივრები ასევე აღჭურვილია თანამედროვე LED დისპლეით, რომლის მიზანიც მოწყობილობის მოხერხებული და ინტუიციური კონტროლია. დისპლეიზე გამოსახულია ტემპერატურის მაჩვენებლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მომხმარებელს შეუძლია მარტივად დაარეგულიროს ტემპერატურა, გააქტიუროს სხვადასხვა ფუნქცია (მაგალითად, სუპერგაყინვა) და მიიღოს შეტყობინებები მაცივრის მუშაობის შესახებ.
ხმაურის დაბალი დონე
კუპერსბერგის საყინულე მაცივრები გამოირჩევა ხმაურის დაბალი დონით – მხოლოდ 41 დეციბელია. ეს მაჩვენებელი შეესაბამება ჩუმი ოთახის ხმაურის დონეს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ხმაურის დაბალი დონე მაღალი ხარისხის კომპრესორების და ვიბრაციის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დამსახურებაა. უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს სამზარეულოში, განსაკუთრებით ღია დაგეგმარების სახლებში, სადაც სამზარეულო და საცხოვრებელი სივრცე გაერთიანებულია.
ვიზუალური კომფორტი ,,კუპერსბერგისაგან”
ჭკვიანი საყინულე მაცივარი გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, რაც მას ნებისმიერი სამზარეულოს შთამბეჭდავ ელემენტად აქცევს. მინიმალისტური ესთეტიკა და მკაფიო დიზაინერული ელემენტები, ჰარმონიულად ჯდება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური სტილის სამზარეულოების დიზაინში.
,,კუპერსბერგი” გვთავაზობს მაცივრებს სამ კლასიკურ ფერში – შავს, თეთრსა და ვერცხლისფერში, რომლებიც უნივერსალურია და ადვილად ერგება სხვადასხვა ტიპის ინტერიერს.
ერგონომიული დიზაინი, გრძელი ვერტიკალური სახელურით და ინტეგრირებული LED დისპლეით, აერთიანებს ფუნქციურობას და ესთეტიკას. დახვეწილი პროპორციები და ვერტიკალური დიზაინი კი ოპტიმალურად ითვისებს სამზარეულოს სივრცეს და ვიზუალურად ზრდის მას.
გერმანული ხარისხის საყინულე მაცივარი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობას და გათვლილია მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ანტიბაქტერიული დაცვა და NO-FROST სისტემა, ხელს უწყობს საკვების უსაფრთხო შენახვას. ენერგოეფექტურობის A+ კლასი კი ელექტროენერგიის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.თუ გსურთ თქვენი სამზარეულოს ფუნქციონალურობა და ესთეტიკა თანაბრად გააუმჯობესოთ, შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.