ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

როგორ შევარჩიოთ ღუმელი?

როგორ შევარჩიოთ ღუმელი?

გამოცდილ შეფ-მზარეულს თუ დამწყებ კულინარს, ყველას სურს, ჰქონდეს საიმედო ღუმელი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეს იმიტომ, რომ სათანადო აღჭურვილობა საკვების მომზადების პროცესს  ამარტივებს.

სივრცისთვის ოპტიმალურად შერჩეული ღუმელი კომფორტული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.  სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია  დაუსვათ საკუთარ თავს საკვანძო შეკითხვები, სანამ ღუმელის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. 

რა ზომის ღუმელია საჭირო ჩემი სამზარეულოსთვის?

ღუმელის ზომისა და დიზაინის შერჩევისას უპირველესად საკუთარი სამზარეულოს პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ,  შესაძლოა მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, სრულიად არ იყოს შესაფერისი იმ სივრცისთვის, რომელიც თქვენს განკარგულებაშია.

არსებობს კომპაქტური, სტანდარტული და დიდი ზომის ღუმელები. კომპაქტური ღუმელის სიგანეა 59.5 სმ ან 59.8 სმ, ხოლო სიმაღლე – 45.4 სმ. ის შესაფერისია პატარა სამზარეულოებისა და შეზღუდული სივრცეებისთვის. ტევადობადაახლოებით 50-65 ლიტრია, რაც ერთ ჯერზე 2-3 პერსონისთვის საკვების მოსამზადებლად სრულიად საკმარისია.

სტანდარტული ღუმელის სიგანეა 59.5 სმ ან 59.8 სმ, სიმაღლე – 59.5 სმ, 59.6 სმ ან 60 სმ, ხოლო მოცულობა 65-დან 85 ლიტრამდეა და შესაფერისია 4-5 კაციანი ოჯახისათვის. 

რაც შეეხება დიდ ღუმელს, მისი სიგანე 89.5 სმ, სიმაღლე 60 სმ ან მეტი, ტევადობა კი 80-დან 116 ლიტრამდეა. ის განკუთვნილია დიდი ოჯახებისათვის, და დაახლოებით 6-8 ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

როგორ შევარჩიო მოწყობილობის დიზაინი?

ხომ არ გსურთ, რომ ეს აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთი სამზარეულოში უცხო საგანივით გამოიყურებოდეს? სწორედ ამიტომ, შერჩევისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ ის ინტერიერი, რომელშიც მის განთავსებას გეგმავთ. 

თუ თქვენი სამზარეულო თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, უჟანგავი ფოლადის ან მინის ღუმელი იდეალური არჩევანი იქნება. ისინი არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია, არამედ პრაქტიკულობითაც გამოირჩევა და მოვლა-დასუფთავებაც იოლია. ხოლო თუ უპირატესობას კლასიკურ დიზაინს ანიჭებთ, მაშინ ყურადღება ემალის ან რეტრო სტილის ღუმელებს მიაქციეთ . ეს მოდელები შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ტრადიციულ ინტერიერში ჰარმონიულად ჩაჯდეს და მისი შეუცვლელი ნაწილი გახდეს.

რა ფუნქციები და შესაძლებლობებია ჩემთვის მნიშვნელოვანი?

თანამედროვე მწარმოებლები რეჟიმების მრავალფეროვნებასთან ერთად, მომხმარებელს სხვადასხვა დამატებით პარამეტრებს სთავაზობენ.

მაგალითად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბავშვებისგან დაცვის სისტემა, რომელიც აუცილებელია ოჯახის უმცროსი წევრების უსაფრთხოებისთვის. ზოგიერთ მოდელში გხვდებათ სპეციალური ჩამკეტი ფუნქცია, რაც ბავშვების მიერ ღუმელის უნებლიეთ ჩართვასა თუ ტემპერატურის ცვლილებებს უშლის ხელს.

გრილის ფუნქცია ძალზედ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის შეწვა უყვარს. ღუმელში ჩამონტაჟებული გრილის საშუალებით შესაძლებელია გემრიელი კერძების მომზადება, რომელიც უფრო ჯანსაღი იქნება, მოითხოვს ნაკლებ ცხიმს და ამასთან უფრო ინტენსიური არომატი აქვს. 

დროის დეფიციტის პირობებში სწრაფი გახურების ფუნქცია ნამდვილი მხსნელია. ზოგიერთი ღუმელი სულ რამდენიმე წუთში აღწევს საჭირო ტემპერატურას, რაც დაკავებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს კერძები დაჩქარებულად მომზადოს. 

კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა ტურბო რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ღუმელში ცხელი ჰაერის ინტენსიურ ცირკულაციას და უზრუნველყოფს მთელ სივრცეში სითბოს თანაბარ განაწილებას. განსაკუთრებით ეფექტურია თუ დროის ეკონომიის მიზნით ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება გაქვთ ჩაფიქრებული.

მართვის სისტემებშიც რევოლუციური ცვლილებებია. ახალი თაობის ღუმელს სენსორული პანელი აქვს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად, ინტუიციურად აარჩიოთ სასურველი პროგრამა და დაარეგულიროთ პარამეტრები. ეს მნიშვნელოვნად ზრდის კომფორტს და ღუმელით სარგებლობის სიმარტივეს. 

როგორია ღუმელის ენერგოეფექტურობა? 

ელექტრო ღუმელის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ენერგოეფექტურობაა. ის არა მხოლოდ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არის სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებს. 

ენერგიის დამზოგავი ღუმელების შეფასებისას გამოიყენება ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტი. ამ სტანდარტის მიხედვით, ღუმელებს ენიჭება კლასები A+++ -დან G-მდე, სადაც A+++ ყველაზე ეკონომიური და ენერგოეფექტურია, ხოლო G – ყველაზე დიდი მომხმარებელი.

A+++ კლასის ღუმელი დაახლოებით 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე A კლასის და 60%-ით ნაკლებს, ვიდრე B კლასის ანალოგები. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მოდელები შედარებით ძვირია. 

აერო გრილი თუ ტრადიციული ღუმელი?

როდესაც ვადარებთ აერო გრილსა და ტრადიციულ ღუმელს, თავს იჩენს კითხვა – რომელია უკეთესი? თუ ჩავუღრმავდებით, აშკარა ხდება, რომ ტრადიციული ღუმელი ბევრად უფრო მოსახერხებელი და უნივერსალური ტექნიკაა. 

პირველ რიგში, ტრადიციულ ღუმელში შეგიძლიათ მოამზადოთ გაცილებით მეტი ტიპის კერძი, ვიდრე აერო გრილში. ღუმელში შესაძლებელია არა მარტო ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის შეწვა, არამედ ასევე ცომეულის გამოცხობა, სხვადასხვა დესერტის მომზადება, კერძების გაცხელება და სხვა მრავალი რამ. ეს მრავალფუნქციურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ოჯახებისთვის და მათთვის, ვისაც სტუმრების მიღება უყვარს.

ამასთანავე, ღუმელში ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება შეგიძლიათ. თუ დიდი ზომის ღუმელი გაქვთ, ორ-სამ თაროზე სხვადასხვა ჭურჭელს განათავსებთ  და ყველაფერს ერთიანად უმოკლეს დროში მოამზადებთ. 

გარდა ამისა, ტრადიციულ ღუმელში გაცილებით ადვილია საკვების მომზადების პროცესის მართვა. შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ კერძის მდგომარეობას, საჭიროებისამებრ შეცვალოთ ტემპერატურა ან გაზარდოთ/შეამციროთ მომზადების დრო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი რთული ან მგრძნობიარე კერძებისთვის, როგორიცაა ნამცხვრები ან ხორცეული.

რა ბიუჯეტი მაქვს?

ყველანაირი ტექნიკის შერჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ფასია და ღუმელიც არაა გამონაკლისი. მნიშვნელოვანია, რეალურად შეაფასოთ ფინანსური შესაძლებლობები და განსაზღვროთ ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც სასურველი ღუმელის შეძენა უნდა მოახერხოთ.

ბაზარზე არსებული ღუმელების ფასები ძლიერ განსხვავდება მოდელების მიხედვით და მერყეობს იაფი, ბიუჯეტური ვარიანტებიდან ძვირადღირებულ, მაღალტექნოლოგიურ ღუმელებამდე. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში უმჯობესია ოქროს შუალედის პოვნა –  შეიძინოთ არა ყველაზე იაფი, მაგრამ სანდო, ხარისხიანი ღუმელი ცნობილი ბრენდისგან, რადგან მეტია შანსი რომ ის დიდი ხანი გემსახურებათ

გასათვალისწინებელია, რომ ენერგოეფექტური ღუმელი გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გადასახადების დაზოგვაში დაგეხმარებათ. ხანდახან ღირს ცოტა მეტის გადახდა საწყისი ინვესტიციისთვის, რათა შემდგომში მეტი სარგებელი მიიღოთ.

რამდენად სანდოა მწარმოებელი ბრენდი?

ღუმელის შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდის სანდოობა და რეპუტაცია. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო ბრენდია ,,კუპერსბერგი” – გერმანული კომპანია, რომელიც 2000-იანი წლებიდან ცნობილია მაღალხარისხიანი სამზარეულოს ტექნიკის წარმოებით. .

,,კუპერსბერგის” წარმატების მთავარი ფაქტორებია:

– გერმანული სიზუსტე და ხარისხზე ორიენტირებულობა;

– მუდმივი სწრაფვა პროდუქტის გაუმჯობესებისკენ;

– პროცესში ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა.
ეს ყველაფერი ქმნის მყარ გარანტიას, რომ ნებისმიერი კუპერსბერგის სამზარეულოს ტექნიკა, მათ შორის ღუმელი, გაამართლებს და გადააჭარბებს კიდეც თქვენს მოლოდინს. ბრენდის ხანგრძლივი ისტორია, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და მაღალი სტანდარტები საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ საიმედო ტექნიკა, რომელიც წლების განმავლობაში უპრობლემოდ იმუშავებს.

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი