ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

როგორ მოვუაროთ ჩასაშენებელ ღუმელს – რჩევები ,,კუპერსბერგისაგან”

როგორ მოვუაროთ ჩასაშენებელ ღუმელს – რჩევები ,,კუპერსბერგისაგან”

ჩასაშენებელი ღუმელის შეძენა ნამდვილად დიდი ინვესტიციაა და ლოგიკურია, რომ გინდათ ეს ინვესტიცია რაც შეიძლება დიდხანს და ეფექტურად გემსახუროთ. თუმცა, ალბათ, ხშირად ფიქრობთ, რომ ამ ტექნიკის  მოვლა რთული და შრომატევადი პროცესია. სინამდვილეში, რამდენიმე მარტივი წესის დაცვით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და შეინარჩუნოთ მაქსიმალური ეფექტურობა.

როგორ მოვუაროთ ჩასაშენებელ ღუმელს ყოველდღიურად

ჩასაშენებელი ღუმელის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა: 

გაწმენდეთ ყოველი გამოყენების შემდეგ

ღუმელის ზედაპირზე არსებული ცხიმისა თუ საკვების ნარჩენები დროთა განმავლობაში მყარდება, ყოველი გამოყენების შემდეგ კი ახალი ფენა ემატება და დიდი რაოდენობით გროვდება. სწორედ ამიტომ, საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, მსუბუქად გაწმინდეთ მოწყობილობა ყოველი გამოყენების შემდეგ, როცა ის ჯერ კიდევ თბილია. რატომ? როგორც წესი, ნარჩენები თბილ ზედაპირს ადვილად სცილდება.

სწორად შეარჩიეთ საწმენდი საშუალებები

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საწმენდი საშუალებების შერჩევას. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ აბრაზიულ საწმენდებსა და ღრუბლებს, ასევე მჟავის ან ქლორის შემცველ საშუალებებს. ნაცვლად ამისა, უმჯობესია გამოიყენოთ სუფთა ტილო, თბილი წყალი და ის სპეციალური საწმენდი საშუალებები, რომლებიც ჩასაშენებელი ღუმელებისთვისაა განკუთვნილი.

გაითვალისწინეთ ტემპერატურული რეჟიმები

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ წმენდა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოთ, როცა ღუმელი იმდენად გაგრილდება, რომ უსაფრთხო იქნება. ეს ბალანსი მნიშვნელოვანია როგორც დამწვრობის პრევენციის, ისე წმენდის ეფექტურობის თვალსაზრისით. 

თუ ღუმელში რეგულარულად წვავთ ხორცს, მაგრამ იშვიათად იყენებთ გამოსაცხობად, სასურველია დროდადრო ცარიელი ღუმელი 60-90 წთ-ის განმავლობაში 250°C-ზე გააცხელოთ. ეს მარტივი მეთოდი მძიმე ცხიმოვანი ნადებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. 

ყოველდღიური მოვლის ეს მარტივი პრინციპები დაგეხმარებათ თქვენი ჩასაშენებელი ღუმელი მაქსიმალური სისუფთავითა და ეფექტურობით შეინარჩუნოთ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან შემდეგ სექციაში განვიხილავთ თვითწმენდის ფუნქციის გამოყენების თავისებურებებს.

თანამედროვე წმენდის ტექნოლოგიები — პიროლიზური და ორთქლით წმენდა

თანამედროვე ჩასაშენებელი ღუმელების ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა თვითწმენდის ფუნქციაა. ეს ინოვაციური ტექნოლოგია ღუმელის საფუძვლიან წმენდას დიდ გამოწვევად აღარ აქცევს. გაგაცნობთ თვითწმენდის ორ ძირითად მეთოდს: პიროლიზურ და ჰიდროწმენდას.

პიროლიზური წმენდა

პიროლიზური წმენდის დროს ღუმელი დაახლოებით 500°C-მდე ხურდება. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე საკვების ნარჩენები და ცხიმი ნაცრად გარდაიქმნება, რომლის მოშორებაც სველი ტილოთი ადვილად შეიძლება. ეს პროცესი გრძელდება 2-დან 4 საათამდე გრძელდება.

ორთქლით წმენდა 

ორთქლით წმენდა იგივე ჰიდროწმენდა, პიროლიზური მეთოდისაგან განხვავებით, ორთქლის ძალას იყენებს. ღუმელის ძირში წყლით სავსე კონტეინერი თავსდება, გაცხელების შედეგად წარმოქმნის ორთქლს წარმოქმნის. ,,კუპერსბერგის” თანამედროვე ჩასაშენებელი ღუმელი აღჭურვილია სპეციალური ორთქლით წმენდის სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს წმენდის პროცესს — აღარ არის საჭირო დამატებითი ჭურჭლის მოთავსება ღუმელში. ორთქლი არბილებს ჭუჭყს და აადვილებს მის მოშორებას. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ყოველდღიური მსუბუქი დაბინძურების შემთხვევაში და გაცილებით ნაკლებ დროს და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე პიროლიზური წმენდა.

უსაფრთხოების ზომები წმენდისას

თვითწმენდის ფუნქციის გამოყენებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე უსაფრთხოების წესის დაცვა. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ ღუმელიდან ამოღებულია ყველა აქსესუარი, მაგალითად,  ტაფები, ცხაურები და თაროები. თვითწმენდამდე აუცილებლად უნდა მოაშოროთ საკვების მსხვილი ნარჩენები, რადგან ეს წმენდის ეფექტურობას გააუმჯობესებს და ნამწვავ კვამლსაც თავიდან აგაცილებთ. ამასთანავე, ჩართეთ გამწოვი ან გამოხსენით ფანჯარა, რათა სამზარეულოში ვენტილაცია იყოს. 

რეკომენდებულია თვითწმენდის ფუნქცია გამოიყენოთ დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ გამოიყენოთ, თუმცა თუ ხუმელს ინტენსიურად იყენებთ, უფრო ხშირადაც შეგიძლიათ. 

სხვადასხვა ზედაპირის მოვლის თავისებურებები – რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩასაშენებელი ღუმელის მოვლა მისი ზედაპირის თავისებურებების მიხედვით განსხვავდება. ტექნიკის ფუნქციურობისა და ესთეტიკური მხარის შენარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია თითოეულის სპეციფიკა კარგად იცოდეთ. 

შუშის ზედაპირების მოვლა

ღუმელის შუშის გასაწმენდისას მეტალის ჯაგრისმა ან მკვეთრმა საწმენდმა სითხემ შესაძლოა შუშა დააზიანოს და მასზე მიკრონაკაწრები წარმოქმნას. მსგავსი საშუალებები შეგიძლიათ რბილი ტილოთი და წყალში გაზავებული ხსნარით ან სოდით ჩაანაცვლოთ.  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შუშის კიდეებს, სადაც ხშირად გროვდება დიდი რაოდენობით ჭუჭყი.

უჟანგავი ფოლადის ზედაპირების წმენდა

უჟანგავი ფოლადის ზედაპირების წმენდისას მნიშვნელოვანია მოძრაობის ტრაექტორია — ყოველთვის გაწმინდეთ ფოლადის ტექსტურის მიმართულებით. გამოიყენეთ  უჟანგავი ფოლადისათვის განკუთვნილი ქიმიური საშუალებები, რომლებიც არა მხოლოდ წმენდს, არამედ ზედაპირს დაზიანებისაგან იცავს და ბზინვარებას ანიჭებს. წყლის ლაქების მოსაშორებლად ეფექტურია თეთრი ძმრით დასველებული რბილი ქსოვილის გამოყენება.

შიდა განათების მოვლა

საკვების მომზადების პროცესის მონიტორინგისათვის, შიდა განათება მეტად მნიშვნელოვანია. შეცვლისას აუცილებელია გამოვიყენოთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ნათურა. შეცვლამდე დარწმუნდით, რომ ღუმელი გამორთული და გაგრილებულია. შეცვლისას არ შეეხოთ ნათურას შიშველი ხელებით – გამოიყენეთ რბილი ქსოვილი ან ხელთათმანი.

როგორ აიცილოთ თავიდან ტექნიკური პრობლემები

გონივრული პრევენციული ზომები ყოველთვის დაგიცავთ მასშტაბური პრობლემებისაგან. ჩასაშენებელი ღუმელის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სამ ასპექტს, ესენია: ტენიანობა, ვენტილაცია და ზოგადი რეგულარული მონიტორინგი.

ტენიანობის კონტროლი

ტექნიკისათვის მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჭარბმა ტენმა შეიძლება ელექტრული შეერთებების დაზიანება და, უარეს შემთხვევაში, სრულად  გათიშვა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თვეში ერთხელ მაინც ჩართოთ ღუმელი დაბალ ტემპერატურაზე (დაახლოებით 50°C) და თანდათანობით გაზარდოთ სითბო. ეს მეთოდი დაგროვილი ტენის გაქრობაში დაგეხმარებათ.

ვენტილაციის მნიშვნელობა

კარგი ვენტილაცია აუცილებელია ღუმელის გამართული მუშაობისთვის. დარწმუნდით, რომ ღუმელის სავენტილაციო ხვრელები არ არის დაბლოკილი და ჰაერი თავისუფლად მოძრაობს მასში. რეგულარულად გამოიყენეთ სამზარეულოს გამწოვი, რათა არდაგროვდეს ტენი და უსიამოვნო სუნი.

რეგულარული შემოწმების საჭიროება

ყოველთვიური ვიზუალური შემოწმება პოტენციური პრობლემების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მიაქციეთ ყურადღება ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა:

  • კარის არათანაბარი დახურვა;
  • უჩვეულო ხმები მუშაობისას;
  • არათანაბარი გათბობა;
  • განათების პრობლემები.

თუ შეამჩნევთ რაიმე დარღვევას, უმჯობესია დროულად მიმართოთ სპეციალისტს. როგორც წესი, მცირე პრობლემის დროული აღმოფხვრა უფრო სერიოზული პრობლემების პრევენციის საშუალებაა.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის

ჩასაშენებელი ღუმელის მოვლისას არსებობს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს თქვენს ყოველდღიურ რუტინას. ეს რეკომენდაციები ეფუძნება როგორც მწარმოებლების მითითებებს, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას.

რისგან უნდა შეიკავოთ თავი

არასდროს მოხსნათ ღუმელის სამართავი ღილაკები წმენდის მიზნით. ისინი პირდაპირაა დაკავშირებული მართვის სისტემასთან და მოხსნამ შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს. ასევე არ გამოიყენოთ ალუმინის ფოლგა ღუმელის ძირის დასაფარად, რადგან აფერხებს ჰაერის ცირკულაციას და შეიძლება მოწყობილობა გადახურდეს.

რეკომენდებული საწმენდი საშუალებები

საუკეთესო შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ ნეიტრალური pH-ის მქონე საწმენდი საშუალებები. დღესდღეობით ბაზარზე ხელმისაწვდომია ეკოლოგიური საწმენდები, რომლებიც ღუმელის ზედაპირიდან ეფექტურად აშორებს ცხიმსა და ჭუჭყს, არ აზიანებენ მას და უსაფრთხოა გარემოსთვის. 

მსუბუქი დაბინზურების შემთხვევაში სოდის და ძმრის ნაზავიც შესანიშნავად მუშაობს. არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად კი ეფექტურია ლიმონის გამოყენება — უბრალოდ მოათავსეთ რამდენიმე ნაჭერი წყლიან ჯამში და გააცხელეთ 200°C-ზე 15-20 წუთის განმავლობაში.

რატომ კუპერსბერგი – ინოვაციური ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხი ერთ მოწყობილობაში

,,კუპერსბერგი” ჩასაშენებელი ტექნიკის წარმოების საკითხში ინოვაციური მიდგომითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მწარმოებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს როგორც ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ისე მომხმარებლის კომფორტს.

ჩასაშენებელი ღუმელი ნაწრთობი მინისგანაა დამზადებული, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ განსაკუთრებული სიმყარითაც გამოირჩევა. ფასადი მედეგია ნაკაწრების მიმართ და უსაფრთხოა გატეხის შემთხვევაში. ელეგანტური დიზაინი კი იდეალურად ერწყმის თანამედროვე სამზარეულოს ტენდენციებს.

,,კუპერსბერგის” ჩასაშენებელი ღუმელები აღჭურვილია მრავალფეროვანი ფუნქციებით, რომლებიც კერძების მომზადების პროცესს აუმჯობესებს:

  • სწრაფი გაცხელების ფუნქცია ზოგავს დროს;
  • ტურბო რეჟიმი უზრუნველყოფს თანაბარ გახურებას;
  • ორთქლით წმენდის ინოვაციური სისტემა ამარტივებს მოვლას;
  • გაგრილების სპეციალური რეჟიმი იცავს მოწყობილობას გადახურებისგან.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყობილობის მოვლის საკითხებს. მოხსნადი და სრულად დაშლადი კარის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად ამარტივებს წმენდის პროცესს. ორთქლით წმენდის ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ მინიმალური ძალისხმევით შეინარჩუნოთ ღუმელის სისუფთავე.

ჩასაშენებელი ღუმელები ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით სრულად ოპტიმიზებულია, რაც დადებითად აისახება როგორც კომუნალურ ხარჯებზე, ისე გარემოზე. 

გაითვალისწინეთ, რომ ,,კუპერსბერგში” ხარისხიანი ტექნიკის შეძენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.  მოწყობილობის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად და ხანგრძლივი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სწორი მოვლა.  იმედი გვაქვს, ჩვენი პრაქტიკული რჩევები ამ საქმეში დაგეხმარებათ და ჩასაშენებელი ღუმელი კიდევ უფრო დიდხანს იქნება თქვენი კულინარიული საქმიანობის საიმედო პარტნიორი.

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი