ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

სამზარეულოს რევოლუციური ტექნიკა – კუპერსბერგ საქართველო

სამზარეულოს რევოლუციური ტექნიკა – კუპერსბერგ საქართველო

კუპერსბერგ საქართველო – გერმანული ხარისხის სამზარეულოს ტექნიკა ქართველი მომხმარებლისთვის

 

სამზარეულო სახლის გულია. ეს არის ადგილი, სადაც კერძებს ვამზადებთ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით და ფინჯან ყავასთან ერთად სასიამოვნო დროს ვატარებთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი კი მოითხოვს, რომ სამზარეულო იყოს არა მხოლოდ კომფორტული და მყუდრო, არამედ პრაქტიკული და ფუნქციონალური სივრცეც. სწორედ აქ იკვეთება საოჯახო ტექნიკის  როლი და მნიშვნელობა ყოველდღიურობაში.

ქართველი მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის, ვიზუალურად მიმზიდველი და ინოვაციური ტექნიკის შეთავაზების მიზნით, ბაზარზე გერმანული ბრენდი Kuppersberg-ი გამოჩნდა. 

ბრენდის ისტორია 

 

კუპერსბერგის ისტორია 2000-იანი წლების დასაწყისში იწყება, მაშინ როდესაც გერმანულმა კომპანიამ M&G Hausgeräte GmbH-მა ახალი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა. მიზანი იყო შეექმნათ მაღალი ხარისხის, ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც გერმანული სიზუსტითა და საიმედოობით გამოირჩეოდა. შედეგად, 15 წლიანი არსებობის განმავლობაში კუპერსბერგმა მსოფლიო ბაზარზე, სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის სეგმენტში,  ლიდერობის მოპოვება მოახერხა. 

კუპერსბერგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანად ამ ინდუსტრიის განვითარებაში. იგი გახდა პირველი გერმანული ბრენდი, რომელმაც შექმნა სამზარეულოს ტექნიკა კლასიკურ იტალიურ სტილში. ეს ნოვატორული მიდგომა მალევე გადაიქცა ტენდენციად ბაზარზე და შთააგონა სხვა მწარმოებლებიც, მეტი ყურადღება დაეთმოთ პროდუქციის დიზაინისა და ესთეტიკისთვის. 

წლების განმავლობაში კუპერსბერგმა მნიშვნელოვანი ზრდა და განვითარება განიცადა. ბრენდმა გააფართოვა თავისი წარმოება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა რეგიონი მოიცვა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამზარეულოს ტექნიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. 

კუპერსბერგის წარმატების ფორმულა

 

კუპერსბერგის წარმატების საფუძველში სამი ძირითადი კომპონენტი დევს: მუშაობის სიზუსტე, საუკეთესო სპეციალისტები და ხარისხიანი პროდუქტის შექმნის ძლიერი სურვილი.

პირველ რიგში, კომპანიაში არსებობს მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა და მკაფიო ინსტრუქციები, რაც თითოეული პროდუქტის, იქნება ეს მიკროტალღური ღუმელი თუ სამზარეულოს ზედაპირი, სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კომპანიის კულტურა აძლიერებს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს და ყურადღებას დეტალებისადმი.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისაა, რომ კომპანია უმაღლესი დონის პროფესიონალების მოზიდვასა და მათ დასაქმებას ცდილობს. პროფესიონალებს აქვთ შესაძლებლობა, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური პროდუქტები.

დაბოლოს, კუპერსბერგის საქმიანობის ქვაკუთხედია ხარისხიანი პროდუქტის შექმნის ძლიერი სურვილი. კომპანია მუდმივად ეძებს ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს ხარისხის გასაუმჯობესებლად. კომპანიის თითოეული თანამშრომელი იზიარებს ხედვას ხარისხის უპირველესობის შესახებ და საუკეთესოს შექმნისაკენ ისწრაფვის. 

სწორედ ამ სამი კომპონენტის შეთანხმებული მუშაობის შედეგად აღწევს კუპერსბერგი წარმატებას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას სამზარეულოს ტექნიკის ბაზარზე. 

სამზარეულოს ტექნიკა კუპერსბერგისაგან

 

კუპერსბერგის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს პრაქტიკულად ყველაფერს, რაც კი თანამედროვე სამზარეულოს სჭირდება. გამწოვები, ღუმლები, სამზარეულოს ქურები, მაცივრები და სხვადასხვა აქსესუარები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი არჩევანისა, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს. თანაც, თითოეული პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მდგრადობითა და ინოვაციური ფუნქციებით. 

კუპერსბერგის ტექნიკის ხარისხს გერმანული ინჟინერია განაპირობებს. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს დეტალებს და მკაცრ კონტროლს უწევს მთელ საწარმოო პროცესს. ეს კი სტანდარტებთან მაქსიმალურ შესაბამისობას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ხარისხშიც აისახება. 

ინოცავია და ტექნოლოგიები

 

Kuppersberg-ი სამზარეულოს ტექნიკის წარმოებაში იყენებს თანამედროვე ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს, რათა შექმნას მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი პროდუქცია. ტექნიკის უდიდესი ნაწილი სენსორული მართვის პანელებითა და თანამედროვე ეკრანებითაა აღჭურვილი, რაც მათ გამოყენებას მეტად აადვილებს. ამასთან, ინდუქციური გაზქურების ტექნოლოგია, უსაფრთოხოების პირობებში, კერძების სწრაფ და ეფექტურ მომზადებას განაპირობებს. 

Kuppersberg-ის ტენიკა, მაგალითად, გამწოვები და მაცივრები დაბალი ხმაურის დონით გამოირჩევა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამზარეულოში კომფორტს. მაღალეფექტური ძრავები და გამაგრილებელი სისტემები ტექნიკის მუშაობას მინიმალური ხმაურის ფონზე უზრუნველყოფენ. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისიამოვნოს სამზარეულოში გატარებული დროით და კომფორტულად მოერგოს გარემოს.

გარდა ამისა, სამზარეულოს ტექნიკაში ინტეგრირებულია ენერგოდამზოგავი LED განათები. Kuppersberg-ის პროდუქციაში ასევე გვხვდება ენერგოდამზოგი ECO რეჟიმები, რომლებიც  ხელსაწყოების მუშაობას მინიმალური რესურსების გამოყენებით ახდენს. 

ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს Kuppersberg-ის მიერ საიმედო, მაღალეფექტური და მომხმარებელზე ადაპტირებული სამზარეულოს ტექნიკის შექმნას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს დღევანდელი მომხმარებლის მოთხოვნებს ხარისხისა და კომფორტის მიმართ.

მასალების მნიშვნელობა სამზარეულოს ტექნიკის ხარისხში

 

Kuppersberg-ი სამზარეულოს ტექნიკის წარმოებაში აქტიურად იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა თუჯი, მინაკერამიკა და ნაწრთობი შუშა. ამ მასალების შერჩევა მათი უპირატესობებითაა განპირობებული.

თუჯი  სამზარეულოს ტექნიკაში, განსაკუთრებით გაზქურებსა და ღუმლებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა. მისი მთავარი უპირატესობა სითბოგამტარობა და სითბოს თანაბარი გადანაწილების უნარია, რაც კერძების თანაბარ და ეფექტურ მომზადებას განაპირობებს. ამასთან, თუჯი მყარი მასალაა, შესაბამისად, ტექნიკა გამძლე და მდგრადია. 

მინაკერამიკა შესანიშნავი არჩევანია სამზარეულოს ზედაპირებისთვის. ის ჰიგიენური და არატოქსიკურია, ამასთან ერთად, ნაკაწრებისა და დაზიანებების მიმართ მდგრადია. მაგალითად, ქურის ზედაპირები  ადვილად იწმინდება, ჭუჭყსა და ბაქტერიებს არ იკავებს, რაც სამზარეულოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მას აქვს ელეგანტური და მოდერნული იერსახე. 

ნაწრთობი მინის გამოყენება სამზარეულოს ტექნიკაში, განსაკუთრებით ღუმლებში, მომხმარებლის მაქსიმალურ დაცულობას უზრუნველყოფს. გატეხვის შემთხვევაში ის წვრილ, არამჭრელ ნაწილებად იშლება, რაც მინიმუმამდე ამცირებს დაზიანების რისკს. ამასთან, ნაწრთობი მინის მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება სირთულეს არ წარმოადგენს — პერიოდული წმენდაც საკმარისია.

გარდა უმაღლესი ხარისხისა და მრავალფეროვანი არჩევანისა, Kuppersberg მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტულ და პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და გაგიწიოთ მაღალი დონის სერვისი.

მაშ ასე, ითანამშრომლე და მოაწყე კომფორტული, ფუნქციური და მიმზიდველი სამზარეულო ჩვენთან ერთად.

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი