RAMZ 90 W
გამწოვის ფასადი დამზადებულია ნაწრთობი მინისგან. ნაწრთობი მინა მყარი და საიმედო მასალაა, მდგრადია ნაკაწრების და ნაფხაჭნების მიმართ. თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაიცვათ სისუფთავე, საკმარისია მხოლოდ სველი ნაჭრით ან საწმენდი საშუალებით მისი გაწმენდა. ნაწრთობი მინა უსაფრთხოა, რადგნაც გატეხვისას იგი იშლება წვრილ ფრაგმენტებად და არა მჭრელ და ბასრ ნატეხებად.
თანამედროვე სენსორული დისფლეი გაცილებით საიმედოა, ვიდრე ანალოგი. დახურული კორპუსი გამორიცხავს მოწყობილობის შიგნით ჭუჭყის მოხვედრას. თითის მსუბუქი მოძრაობით თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ გამწოვის პარამეტრები.
განათების LED ტექნოლოგია იძლევა თბილ და ამავე დროს, კაშკაშა სინათლეს. გამწოვის განათებაში დამონტაჟებულ შუქდიოდებზე არ მოქმედებს ტემპერატურის ცვალებადობა, ისინი საიმედოდ არიან დაცულნი ჭუჭყის მოხვედრისგან და განაპირობებენ მუშაობის ხანგრძლივობას. ასეთი განათების ენერგომოხმარება ანალოგთან შედარებით 10-ჯერ ეკონომიურია.
მაღალი წარმადობა უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს კერძის მომზადებისას და მას შემდეგაც. არასასიამოვნო სუნი და ბოლი აღარ გაიფანტება თქვენს ოთახში. კერძის მომზადებისას გამოყოფილი ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტები ნეიტრალდებიან გამწოვის საშუალებით.
თაიმერის ოფცია გამწოვს საშუალებას აძლევს იმუშაოს კიდევ გარკვეული პერიოდი კერძის მომზადების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს ჰაერის მეტად სრულყოფილ გაწმენდას.
Additional information
-
High-Tech
-
შუქდიოდური
-
KFP R (იყიდება ცალკე)
-
120−150
-
3
-
3×3
-
კი
-
ჰაერის გაწოვა / რეცირკულაცია
-
4
-
კუნძულის
-
ელექტრონული სენსორული
-
პოლონეთი
-
269
-
კი
-
53
-
თეთრი
-
კი
-
49.5
-
90
-
116
-
მეტალის ცხიმდამჭერი