ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

მითები და რეალობა ელექტრო ქურებზე: რისი გვჯერა და რა არის სინამდვილე?

მითები და რეალობა ელექტრო ქურებზე: რისი გვჯერა და რა არის სინამდვილე?

სამზარეულოს რემონტისას ან უბრალოდ ძველი ტექნიკის განახლებისას, ერთ-ერთი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა აღმოჩნდება ხოლმე ტექნიკის ტიპების შერჩევას უკავშირდება. მაგალითად, ისინი აუცილებლად გვკითხავენ — გაზქურა თუ ელექტრო ქურა? ჩვენ კი ვეტყვით, რომ ორივე მოწყობილობას თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა, როგორც წესი, ელექტრო ქურების მიმართ უფრო ბევრი ადამიანია სკეპტიკურად განწყობილი. 

ეს დამოკიდებულება წლების წინ გავრცელებულ შეხედულებებსა და მოძველებულ ტექნოლოგიებს ემყარება. მაგალითად, „ნელია“, „კარგად ვერ ამზადებს“, „ბევრ ენერგიას მოიხმარს“, „სახიფათოა“ – ეს და სხვა მრავალი ფრაზა შეიძლება თქვენც გაგიგონიათ.

მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს წარმოდგენები სიმართლეს დღეს, როცა ტექნოლოგიები განვითარდა? დროა, ვისაუბროთ გავრცელებულ მითებზე და ფაქტებზე დაფუძნებით, გავარკვიოთ რა შეუძლია თანამედროვე ელექტრო ქურას.


მითი #1: „ელექტრო ქურა ნელია და საჭმელს კარგად ვერ ამზადებს“

ყველაზე გავრცელებული უკმაყოფილება ელექტრო ქურების სისწრაფესა და შეზღუდულ კულინარიულ შესაძლებლობებს უკავშირდება. ალბათ, ამას ის განაპირობებს, რომ ბევრი  პარალელს ჯერ კიდევ იმ ელექტრო ქურებთან ავლებს, რომელთა სპირალებიც ძალიან ნელა ხურდებოდა და მასზე ტემპერატურის სწრაფი ცვლილებაც შეუძლებელი იყო. სწორედ ამ წარსული გამოცდილებიდან მომდინარეობს აზრი, რომ ელექტრო ქურაზე სტეიკის სწრაფად შეწვა, ტემპერატურის ზუსტი კონტროლით, შეუძლებელია. 

სინამდვილეში თანამედროვე ელექტრო ქურები, განსაკუთრებით კი მინაკერამიკული და ინდუქციური მოდელები, აბსოლუტურად განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. მინაკერამიკული ზედაპირები გაცილებით სწრაფად ცხელდება და სითბოს თანაბრად ანაწილებს. თუმცა,უნდა აღინიშნოს, რომ სამზარეულოს ტექნიკის სფეროში ნამდვილი რევოლუცია ინდუქციური ტექნოლოგიის დანერგვამ მოახდინა. 

ინდუქციური ზედაპირი, მაგნიტური ველის მეშვეობით, ზედაპირის ნაცვლად,  პირდაპირ ჭურჭლის ძირს აცხელებს. შედეგად, წყლის ადუღებას იმაზე ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ტრადიციული ქურის შემთხვევაში. 

რაც შეეხება ტემპერატურის კონტროლს, სიმძლავრის ცვლილება თითქმის მყისიერად აისახება ტემპერატურაზე. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ზუსტად აკონტროლოთ დუღილისა და წვის ინტენსივობა. ტემპერატურის ასეთი ზუსტი მართვა კი განსაკუთრებით მარტივი და მოსახერხებელია Kuppersberg-ის თანამედროვე მოდელებში, რომლებიც სენსორული მართვის პანელებითაა აღჭურვილი.

ასე რომ, მითი ნელი და არაზუსტი მუშაობის შესახებ თანამედროვე ელექტრო, განსაკუთრებით ინდუქციურ, ქურებთან მიმართებაში მხოლოდ მითად რჩება.


მითი #2: „ელექტრო ქურა უსაფრთხო არ არის“

გავრცელებული მოსაზრებით, ელექტრო ქურები გარკვეულ რისკებს შეიცავს – ახსენებენ როგორც დენის დარტყმის, ისე ცხელ ზედაპირზე დამწვრობის საშიშროებას. პარადოქსულია, მაგრამ ამ შიშებს ხშირად ტრადიციული გაზქურის მომხმარებლები გამოთქვამენ, მაშინ როცა, რეალურად გაზი უფრო სერიოზულ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.

გაზქურის გამოყენებას თან ორი ძირითადი რისკი ახლავს. პირველია გაზის შესაძლო გაჟონვაა, რის გამოც ხშირად სპეციალურ დეტექტორებს იყენებენ. მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, წვის პროცესში მავნე ნივთიერებების წარმოქმნაა. მათ შორისაა ნახშირბადის მონოქსიდი (CO) – უფერო, უსუნო, მაგრამ საშიში მომწამვლელი აირი. ეს ნივთიერებები აუარესებს შიდა სივრცეში არსებული ჰაერის ხარისხს და უარყოფითად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და რესპირატორული პრობლემების მქონე პირებზე. ამის საპირისპიროდ, ჩასაშენებელი ელექტრო ქურა სრულად გამორიცხავს მსგავს საფრთხეებს, რადგან არ საჭიროებს ღია ცეცხლს და არ გამოყოფს წვის პროდუქტებს.

რაც შეეხება დამწვრობის რისკს, თანამედროვე ელექტრო ქურებს უსაფრთხოების მრავალი ფუნქცია აქვს. მაგალითად, Kuppersberg-ის ქურები აღჭურვილია ნარჩენი სითბოს ინდიკატორით. ეს ფუნქციონალი გაფრთხილებთ, რომ კონკრეტული კომფორი ჯერ კიდევ ცხელია. ამასთან ერთად, ბევრ მოდელს აქვს ავტომატური გამორთვის ფუნქცია — ქურა დამოუკიდებლად ითიშება, თუ ზედ ჭურჭელი არ დგას ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმოქმედოდაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ბლოკირების ფუნქცია, რომლის გააქტიურებისასაც ელექტრო ქურის უნებლიე ჩართვა შეუძლებელი ხდება. 

ინდუქციური ქურები კიდევ უფრო უსაფრთხოა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი სითბო პირდაპირ ჭურჭლისაკენ მიემართება, ქურის ზედაპირი ნაკლებად ცხელდება. შესაბამისად, შემთხვევითი დამწვრობების რისკიც ძალიან დაბალია. 

მითი #3: „ელექტრო ქურის გამოყენება უფრო ძვირი ჯდება და კომუნალური ხარჯი იზრდება“

ეს თემაც მუდმივად განხილვის საკითხია. ბევრს ჰგონია, რომ ელექტროენერგიის მაღალი ტარიფის გამო ელექტრო ქურის გამოყენება აუცილებლად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი გაზქურის. 

აქ ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადგილობრივ ტარიფებზე, თქვენს კულინარიულ ჩვევებზე და, რაც მთავარია, თავად ქურის ტიპსა და ენერგოეფექტურობაზეა დამოკიდებული. 

ინდუქციური ქურების შემთხვევაში, გამოყენებული ენერგიის დაახლოებით 85-90% პირდაპირ მასზე მდგომი ჭურჭლის გაცხელებას ხმარდება. შედარებისთვის, ტრადიციული მინაკერამიკული ელექტრო ქურების ეფექტურობა დაახლოებით 70%-ია, ხოლო გაზქურებისა – მხოლოდ 40-55%. გამოდის, რომ გაზქურის მოხმარებისას სითბოს თითქმის ნახევარი უბრალოდ ჰაერში იკარგება, ინდუქციური ზედაპირი კი ენერგიას მინიმალური დანაკარგით იყენებს. Kuppersberg-ის ელექტრო ქურების შემთხვევაში კი ეს გარემოება ორმაგად ღირებულია, რადგან მოწყობილობები ენერგოეფექტურობის მაღალი დონით გამოირჩევა. 


მითი #4: „ინდუქციურ ელექტრო ქურას განსაკუთრებული და ძვირადღირებული ჭურჭელი სჭირდება“

ბევრი უპირატესობის მიუხედავად, ინდუქციური ზედაპირის შერჩევისას  ერთი კითხვა ხშირად აბრკოლებს მყიდველს: ნამდვილად აუცილებელია სამზარეულოში არსებული ყველა ქვაბისა და ტაფის სრულიად ახლით ჩანაცვლება? ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან ასოცირდება და ბევრს აფიქრებს.

ინდუქციური ელექტრო ქურა მართლაც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს ჭურჭლის შერჩევისას. მას სჭირდება ჭურჭელი, რომლის ძირსაც ფერომაგნიტური თვისებები აქვს. საბედნიეროდ, ბევრი გავრცელებული მასალა, როგორებიცაა თუჯი, ემალირებული ფოლადი და უჟანგავი ფოლადის უმეტესი სახეობა, სწორედ ასეთია და ინდუქციურ ზედაპირთან სრულად თავსებადია. ალუმინის, სპილენძის ან მინის ჭურჭელი კი, თუ მას სპეციალური ფერომაგნიტური ფენა არ აქვს ძირზე, ინდუქციურ ქურაზე ვერ იმუშავებს. 

იმის დასადგენად, ერგება თუ არა თქვენს სამზარეულოში არსებული ჭურჭელი ინდუქციურ ზედაპირს, ეს მარტივი ცდა ჩაატარეთ: აიღეთ ჩვეულებრივი მაცივრის მაგნიტი და მიადეთ ქვაბის ან ტაფის ძირს. თუ მაგნიტი მაგრად მიეკრა, ეს ჭურჭელი ახალ ინდუქციურ ქურაზეც იმუშავებს. 

ხოლო თუ მაინც დაგჭირდათ ახალი ჭურჭლის შეძენა, სანერვიულო მაინც არაფერია. დღეს ბაზარზე ინდუქციასთან თავსებადი ქვაბებისა და ტაფების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელიც ყველა გემოვნებასა და ბიუჯეტს ერგება. ასე რომ, მითი იმის შესახებ, თითქოს ინდუქციური ელექტრო ქურა აუცილებლად „განსაკუთრებულ და ძვირადღირებულ“ ჭურჭელს მოითხოვს, ძირითადად გადაჭარბებულია. 


მითი #5: „ელექტრო ქურის გაწმენდა ძალიან რთულია“

ბევრს, ალბათ, ახსოვს ძველი ელექტრო ქურების სპირალების გაწმენდასთან დაკავშირებული სირთულეები. ზოგი კი მინაკერამიკული ზედაპირის შესაძლო დაკაწვრას უფრთხის. ამის გამო, შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ  ჩასაშენებელი ელექტრო ქურა მოსავლელად ძალიან პრობლემურია და იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე, მაგალითად, გაზქურის ლითონის სადგამების წმენდა.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს წარმოდგენა საგრძნობლად შეცვალა. დღევანდელი ელექტრო ქურები, მათ შორის Kuppersberg-ის მოდელები, გლუვი მინაკერამიკული ზედაპირის მქონეა. ეს არის იდეალურად ბრტყელი, პრიალა საფარი, სპირალებისა თუ ძნელად მისადგომი კუთხეების გარეშე. ასეთი ზედაპირიდან საკვების ნარჩენებისა თუ დაღვრილი სითხის მოცილება, როგორც წესი, მინიმალური ძალისხმევით, მხოლოდ ნესტიანი ქსოვილითა და საწმენდი საშუალებით ხდება.

რა თქმა უნდა, მინაკერამიკულ ზედაპირს მოფრთხილება სჭირდება – არ უნდა გამოიყენოთ აბრაზიული ღრუბლები ან საწმენდი საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედაპირი დაზიანდება და მასზე ნაკაწრები გაჩნდება. საერთო ჯამში, თანამედროვე ელექტრო ქურა, განსაკუთრებით კი ინდუქციური, სისუფთავის შესანარჩუნებლად გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მისი წინამორბედები.


დროა, მითებს დაემშვიდობოთ და თქვენი სამზარეულო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვოთ

როგორც ვნახეთ, ამ ტექნიკის შესახებ გავრცელებული მრავალი შეხედულება უბრალოდ მოძველებულია და თანამედროვე რეალობას აღარ ასახავს. დღევანდელი ელექტრო ქურები, განსაკუთრებით კი ინდუქციური მოდელები, გასაოცარი სისწრაფით, ტემპერატურის ზუსტ კონტროლით, მაღალ უსაფრთხოების დონით, შთამბეჭდავი ენერგოეფექტურობითა და წმენდის სიმარტივით გამოირჩევა.

თუ ახალი  ქურის შეძენას გეგმავთ, დროა, გადააფასოთ თქვენი წარმოდგენები და განიხილოთ თანამედროვე ელექტრო მოდელები. სამზარეულოს ტექნიკის ბრენდი Kuppersberg-ი ელექტრო და ინდუქციური ქურების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომლებიც გერმანულ ხარისხს, იტალიურ დიზაინსა და უახლეს ტექნოლოგიებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. ეს არ არის უბრალოდ სამზარეულოს ტექნიკა, ეს არის ინვესტიცია თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაში.

 აღმოაჩინეთ თანამედროვე კულინარიის შესაძლებლობები Kuppersberg-თან ერთად!

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი