ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

7 გავრცელებული მითი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შესახებ: ერთად გავარჩიოთ ტყუილი და მართალი

7 გავრცელებული მითი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შესახებ: ერთად გავარჩიოთ ტყუილი და მართალი

მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანები უკვე დიდი ხანია არსებობს, მათზე მაინც ბევრი მცდარი შეხედულებაა გავრცელებული. ,,წინასწარ გარეცხა აუცილებელია”, ,,მეტი სარეცხი საშუალება უკეთ რეცხავს”, “პლასტმასა არ ჩადოთ, გალღვება” —, ალბათ, ეს მოსაზრებები ერთხელ მაინც გსმენიათ. 

გავრცელებულ მითებს ხშირად შეცდომაში შეჰყავხართ და მოწყობილობის მაქსიმალური ეფექტურობის ათვისებაში გიშლით ხელს. დროა, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რა არის სიმართლე და რა — არა.

მითი #1: ჭურჭლის წინასწარ გარეცხვა აუცილებელია

,,ჯერ კარგად უნდა გარეცხო და შემდეგ ჩადო მანქანაში” — ამას მოწყობილობის შეძენამდე აუცილებლად მოისმენდით და იფიქრებდით, რომ თუკი ჯერ ხელით უნდა გავრეცხო, მაშინ რა აზრი აქვს მის შეძენას? ასე ხომ ორმაგი შრომა გამოდის. 

რეალურად, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები და ფხვნილები საკვების ნარჩენებთან რეაქციაში შედის და ეფექტურად შლის მათ. ამიტომ, წინასწარ გარეცხვა საჭირო არ არის. 

ჭურჭელს ჩანგლით ან ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ საკვების მსხვილი ნარჩენები და ეს სრულიად საკმარისი იქნება. შემდეგ ჩადეთ ,,კუპერბერგის” ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რომელიც ინტელექტუალური სენსორებითაა აღჭურვილი. ეს ტექნოლოგია, ციკლის განმავლობაში, მუდმივად აკონტროლებს ჭურჭლის სისუფთავეს, ხოლო ძლიერი საფრქვევები თანაბრად ანაწილებს წყლის ნაკადს, ისე, რომ მოწყობილობის ყველა ნაწილს თანაბრად მიემართებოდეს. 

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ნარჩენები შესაძლოა მოწყობილობის სხვადასხვა ნაწილში დაგროვდეს. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოვლა, რაც მოიცავს ფილტრების რეგულარულ წმენდას, სარქვლების შემოწმებასა და წყლის ნადების კონტროლს. 

მითი #2: ჭურჭლის სარეცხი მანქანა მეტ წყალს მოიხმარს, ვიდრე ხელით რეცხვა

ეს მოსაზრება დღემდე პოპულარულია, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, თუ  რას გვიჩვენებს რეალური მონაცემები.

ხელით რეცხვისას საშუალო რაოდენობის გასარეცხი ჭურჭლისათვის, დაახლოებით 100 ლიტრი გამდინარე წყალი იხარჯება. კვლევების მიხედვით,  თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანა 12 ლიტრამდე წყალს ხარჯავს ერთ ციკლზე. 

10 წლის განმავლობაში ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით შვიდჯერ ნაკლებ თანხას დახარჯავთ წყალზე, ვიდრე ხელით რეცხვისას. შესაბამისად, თქვენს ხარჯებთან ერთად, გარემოსაც ნაკლები ზიანი ადგება.

მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ეძებეთ ENERGY STAR სერტიფიკატის მქონე მოდელები. ჩვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანები A+++ ენერგოეფექტურობის კლასისაა და მუშაობისას მინიმალურ ენერგიას მოიხმარს. ასევე, დატვირთეთ მანქანა სრულად, რადგან ნაწილობრივ გავსებული მოწყობილობის ჩართვით წყალსა და ელექტროენერგიას არაეფექტურად ხარჯავთ.

მითი #3: არ აქვს მნიშვნელობა, როგორ განალაგებთ ჭურჭელს სარეცხ მანქანაში

მთავარია ჭურჭელი სარეცხ მანქანაში მოათავსო და ის თავის საქმეს გააკეთებს — ამას ბევრი ფიქრობს.  სინამდვილეში, არსებობს ჭურჭლის განლაგების წესი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს სისუფთავის ხარისხზე. 

როდესაც ჭურჭელი არასწორადაა განლაგებული, წყლის შხეფები ყველა ზედაპირამდე ვერ აღწევს. ეს ნაწილობრივი გარეცხვა შემდეგ ხელახლა გადარეცხვის საჭიროებას აჩენს. 

ამის თავიდან ასაცილებლად, ზედა კალათში უნდა მოათავსოთ ჭიქები, ფინჯნები და მცირე ზომის თასები. სასურველია, რომ ჭურჭელი ოდნავ დახრილ მდგომარეობაში განალაგოთ, რათა წყლის ნაკადი არ შეკავდეს.  ქვედა კალათი კი თეფშებისთვის, ქვაბებისა და ტაფებისთვისაა. 

გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფრქვევების მოძრაობას ჭურჭელი არ აბრკოლებდეს. თუ ისინი ბლოკირებულია, ჭურჭლის დიდი ნაწილი გაურეცხავი დარჩება.

მითი #4: პლასტმასის ჭურჭელი სარეცხ მანქანაში დნება

სინამდვილეში ეს მხოლოდ მოძველებული ტექნოლოგიის პრობლემაა. ძველი მოდელები გამათბობელი ელემენტებით იყო აღჭურვილი, რაც მართლა ადნობდა პლასტმასას. როგორც წესი, თანამედროვე ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა კონდენსაციური გაშრობის მეთოდს იყენებს. ეს უსაფრთხოა პლასტმასისთვის, თან უფრო ჰიგიენური და ენერგოეფექტურია.

პრაქტიკული რჩევა: როდესაც ჭურჭლის სარეცხ მანქანას ტვირთავთ, პლასტმასის ჭურჭელი ზედა კალათში მოათავსეთ, რადგან ამ განყოფილებაში ნაკლები სითბოა. 

მითი #5: რაც უფრო მეტ სარეცხ საშუალებას გამოიყენებთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ

ზოგიერთი ადამიანისათვის დიდი რაოდენობით სარეცხი საშუალების გამოყენება უფრო კარგად დარეცხილ ჭურჭელთან ასოცირდება. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.

ჭარბი სარეცხი საშუალება უკეთესად არ რეცხავს. პირიქით, ზედაპირებზე საპნიან ნადებს ტოვებს და ჭურჭელი კვლავ გავლებას საჭიროებს. სარეცხი საშუალებები კონცენტრირებულია და მცირე რაოდენობაც კი ეფექტურად უმკლავდება ჭუჭყს. სულ რამდენიმე წვეთი სითხე, 1-2 კოვზი ფხვნილი ან ერთი კაფსულა სრულიად საკმარისია. 

მითი #6: ჭურჭლის სარეცხი მანქანა ხმაურიანია

ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე მოდელები იმდენად ჩუმად მუშაობს, რომ შეიძლება ვერც კი გაიგოთ, რომ ჩართულია. ეს ხმის გაუმჯობესებული იზოლაციითა და ეფექტური ძრავით მიიღწევა.

ჩვენი უახლესი ჭურჭლის სარეცხი მანქანების ხმაურის დონე 42-58 დეციბელის ფარგლებში მერყეობს. 42 დეციბელი ბიბლიოთეკაში ჩურჩულს უდრის, 58 დეციბელი კი ჩვეულებრივი საუბრის ტოლფასია. ამრიგად, ჩართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ნებისმიერ დროს, დილით, სადილისას, სტუმრების მასპინძლობის დროს. ის ხელს არ შეგიშლით. 

მითი #7: რეცხვის მოკლე ციკლები ენერგიას ზოგავს

ციკლი ჭურჭლის სარეცხი მანქანის წინასწარ დაპროგრამებული რეცხვის რეჟიმია, რომელიც წყლის ტემპერატურას, წნევასა და ხანგრძლივობას მოიცავს. სხვადასხვა ციკლი სხვადასხვა სიმძლავრისაა — ,,ეკო”, ,,ინტენსიური”, ,,სწრაფი რეცხვა” და ა.შ.

მართალია, მოკლე ციკლი ნაკლებ დროში რეცხავს, მაგრამ ეფექტური მხოლოდ მინიმალურად დაბინძურებული ჭურჭლისთვისაა. თუ ძალიან ჭუჭყიან ჭურჭელს მოკლე ციკლზე, მაგალითად, სწრაფ რეცხვაზე ჩართავთ, შედეგი კარგი ვერ იქნება. ამის შემდეგ გიწევთ ან ხელით დაასრულოთ რეცხვა, ან კიდევ ერთხელ ჩართოთ მანქანა. ეს კი საბოლოოდ უფრო მეტ ენერგიას, წყალსა და დროს მოითხოვს.

პრაქტიკული რჩევა: დააჯგუფეთ ჭურჭელი დაბინძურების ხარისხის მიხედვით. მსუბუქად დაბინძურებულისთვის აირჩიეთ ეკო ან სწრაფი ციკლები, ხოლო მძიმედ დაბინძურებული ქვაბებისა და ტაფებისთვის — ინტენსიური ციკლი.

ამრიგად, ეს მოწყობილობები ბევრად უფრო ეფექტური და ეკონომიურია, ვიდრე ბევრს ჰგონია. მაგრამ რა მახასიათებლები უნდა ეძებოთ, როცა მის შეძენას გეგმავთ? თქვენ გჭირდებათ მაღალი ეფექტურობის, ხარისხიანი, მრავალფეროვანი რეჟმების მქონე და დიზაინით გამოირჩეული ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

,,კუპერბერგის” ჭურჭლის სარეცხი მანქანები ყველა მახასიათებელს აერთიანებს — არის ენერგოეფექტური, მოწყობილობაში ინტეგრირებულია რამდენიმე განსხვავებული რეჟიმი, მარტივია სამართავად, ამასთანავე, გერმანული ხარისხითა და იტალიური დიზაინითაა შექმნილი. 

ჩვენს სამზარეულოს ტექნიკის გამოყენებით რუტინა, მათ შორის ჭურჭლის რეცხვა, აღარ არის სტრესული. თქვენ თავისუფლდებით დამღლელი  მძიმე საქმეებისაგან და გრჩებათ უფრო მეტი დრო, მათთვის, ვინც მართლა გიყვართ — ოჯახისათვის.  

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი