ელექტრო ღუმელი HH 668 W
ღუმელის ფასადი დამზადებულია ნაწრთობი მინისგან. მინის ფასადის ძირითადი უპირატესობებია:
- ესთეტიურობა და სილამაზე;
- სიმყარე და ხანგამძლეობა;
- მოვლის სიმარტივე;
- მედეგობა ნაკრაწების მიმართ.
ნაწრთობი მინა გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით – გატეხვისას იშლება წვრილ ფრაგმენტებად და არა მჭრელ და ბასრ ნატეხებად. სისუფთავის დაცვაც მარტივია, თქვენი ღუმელის ვიზუალური მხარის სისუფთავისთვის საკმარიასია მისი სველი ნაჭრით დროული გაწმენდა.
გაგრილების ინოვაციური ტექნოლოგიის გამეყენების გამო ღუმელის კარი არ ხურდება.
- პირველი შიდა მინა ათერმულია, სითბოს ნაწილი ბრუნდება ღუმელში, აჩქარებს გახურებას და საჭირო ტემპერატურის მიღწევას, რაც სასიკითეთოდ აისახება კერძის მომზადების პროცესზე.
- მეორე მინა მოთავსებულია ათერმულ და ფასადურ მინებს შორის, ხელს უწყობს კარის სავენტილაციო ჰაერის ნაკადის განცალკევებულად ცირკულაციას.
- ფასადის მინა პრაქტიკულად არ ხურდება, რამდენადაც ცხელი ჰაერის ნაკადი კამერის შიგნით მოძრაობს.
მთელი კონსტრუქცია ადვილად დაშლადია, რაც აიოლებს თითოეული მინის ცალ-ცალკე წმენდას.
გალღობის პროგრამა სწრაფად და ეფექტურად შეამზადებს გაყინულ ნახევარფაბრიკატებს შემდგომი მომზადებისთვის. ამ სასარგებლო ფუნქციის წყალობით თქვენ აღარ მოგიწევთ პროდუქტის გასალღობად მაცივრის ან ოთახის ტემპერატურის გამოყენება.
სწრაფი გაცხელების ფუნქცია ამცირებს ტემპერატურის საჭირო დონეზე აწევის ხანგრძლივობას. ღუმელის გამოყენების ყოველ ჯერზე შეგიმცირდებათ მისი გაცხელების მოლოდინის დრო.
ღუმელის 65 ლიტრიანი კამერა თითქოსდა, ერთი შეხედვით, მცირე მოცულობისაა, თუმცა-ღა იტევს იმავე მოცულობის ლანგარებს, რასაც 70 და 76 ლიტრიანი ღუმელები. ღუმელის კამერა უნაკეროა, არ აქვს პირაპირები, სადაც შეიძლება დაგროვდეს ჭუჭყი და გაართულოს წმენდის პროცესი.
ადვილად მოხსნადი ორდონიანი ტელესკოპური მიმმართველები უზრუნველყოფენ ღუმელთან მუშაობის მოხერხებულობასა და ეფექტურობას. მოწყობილობის მრავალდონიანი სისტემა საშუალებას იძლევა განათავსოთ მიმმართველები თქვენთვის საჭირო დონეზე. შესაძლებელია მთელი კონსტრუქციის სრულად დაშლა დამატებითი ინსტრუმენტების გამოუყენებლად. რაც კამერის იოლად და მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.
ღუმელის სრულად გაწმენდისას საჭიროა:
- ძალდატანების გარეშე მოვხნათ კარი;
- გამოვიღოთ მინები;
- ზედმიწევნით გავწმინდოთ მოწყობილობის ყველა კუთხე.
დასრულებისას, ასევე მარტივად ავაწყოთ კონსტრუქცია და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე დავაყენოთ იგი კვლავ თავის ადგილას.
ღუმელში დამონტაჟებულია თანამედროვე და საიმედო ანჯამები მიმმართველებით. მიმმართველი უზრუნველყოფს კარის რბილ და უსაფრთხო დახურვას. კარის ბოლომდე დახურვა ხდება ავტომატურად და გამორიცხავს ძლიერად ან არააკურატულად დახურვისას კარის მირტყმას ან დაზიანებას, რაც ასევე, ახანგრძლივებს ღუმელის მომსახურების ხანგრძლივობას.
ღუმელს კომპლექტში მოჰყვება ორი, სტანდარტული და ღრმა ლანგარი ProCook-ის დაფარვით, ასევე, ცხაურა. ღრმა ლანგარს აქვს ცხიმის ჩასადინარი, რაც მაღალი ცხიმგამდინარობის კერძების მომზადების ეფექტურობას ამაღლებს. ცხაურა უნივერსალური ფორმისაა და შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცალკე, ასევე ღრმა ლანგარში. აქვს დამცავი წიბო კერძის მდებარეობის ფიქსაციისთვის და მოსახერხებელი ფეხები მაგიდაზე დასადგმელად.
ღუმელში სისუფთავის დაცვის გასამარტივებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლით წმენდის ფუნქცია. ჩაასხით ლანგარში წყალი და ჩართეთ ფუნქცია. წყალი წარმოქმნის ორთქლს, რაც დაალბობს ღუმელის შიგნით ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს. გასრულების შემდეგ მიმხმარი ჭუჭყი ადვილად მოცილდება კამერის კედლებს.
მარტივად წმენდადი ემალი CRYSTAL CLEAN აიოლებს ღუმელის კამერის გასუფთავების პროცესს. თუ თქვენ კერძის მომზადებიდან 1-3 საათის შემდეგ დაიწყებთ კამერის წმენდას, ემალი CRYSTAL CLEAN გარანტიას იძლევა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყსა და ცხიმებს ძალზედ იოლად მოაცილებთ. საკმარისი იქნება მხოლოდ კამერის სველი ნაჭრით გაწმენდა.
ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია
-
High-Tech
-
კი
-
კი
-
კი
-
ქრომირებული, მოხსნადი
-
კი
-
3
-
ჰიდროლიზური
-
კი
-
2-დონიანი
-
კი
-
A
-
2,9 კვტ
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
ელექტრო
-
65
-
კი
-
პოლონეთი
-
59.5
-
59.5
-
57.3
-
9
-
თეთრი
-
კი
-
მინის
-
სენსორული, მულტიფუნქციური
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი