ელექტრო ღუმელი FR 911 ANT Silver

ღუმელის მართვის პანელი სენსორულია ციფრული დისპფლეით. სენსორული მართვის პანელში არ შედის ჭუჭყი შიგნით, ხოლო ციფრული დისფლეი ზუსტად და გასაგებად აღნუსხავს ღუმელის მუშაობის რეჟიმებს.
მეტალის ხელნაკეთი ფურნიტურა ღუმელისთვის. მეტალის თითოეული ელემენტის დამზადებისას ინდივიდუალური მიდგომა საიმედოობას და მოხმარების ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. მეტალის ელემენტების ესთეტური დიზაინი მთელი სამზარეულოს განსაკუთრებული ანტურაჟის ნათელი ხაზგასმაა.


გალღობის პროგრამა სწრაფად და ეფექტურად შეამზადებს გაყინულ ნახევარფაბრიკატებს შემდგომი მომზადებისთვის. ამ სასარგებლო ფუნქციის წყალობით თქვენ აღარ მოგიწევთ პროდუქტის გასალღობად მაცივრის ან ოთახის ტემპერატურის გამოყენება.
ტურბორეჟიმის მთავარი თავისებურება მდგომარეობს ღუმელის მთლიანი მოცულობის თანაბარზომიერად გახურებაში. კერძის მომზადება შესაძლებელია მისი გადაბრუნებისა და აგდილის შეცვლის გარეშე. ეს იმით აიხსნება, რომ ცხელი ჰაერი ცენტრალური გამაცხელებლიდან მაღლა მიემართება და თანაბარი ინტენსივობით ნაწილდება ღუმელში.


ღუმელის სრულად გაწმენდისას საჭიროა:
- ძალდატანების გარეშე მოვხნათ კარი;
- გამოვიღოთ მინები;
- ზედმიწევნით გავწმინდოთ მოწყობილობის ყველა კუთხე.
დასრულებისას, ასევე მარტივად ავაწყოთ კონსტრუქცია და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე დავაყენოთ იგი კვლავ თავის ადგილას.
გაგრილების ინოვაციური ტექნოლოგიის გამეყენების გამო ღუმელის კარი არ ხურდება.
მთელი კონსტრუქცია ადვილად დაშლადია, რაც აიოლებს თითოეული მინის ცალ-ცალკე წმენდას.


ღუმელს კომპლექტში მოჰყვება ორი, სტანდარტული და ღრმა ლანგარი ProCook-ის დაფარვით, ასევე, ცხაურა. ღრმა ლანგარს აქვს ცხიმის ჩასადინარი, რაც მაღალი ცხიმგამდინარობის კერძების მომზადების ეფექტურობას ამაღლებს. ცხაურა უნივერსალური ფორმისაა და შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცალკე, ასევე ღრმა ლანგარში. აქვს დამცავი წიბო კერძის მდებარეობის ფიქსაციისთვის და მოსახერხებელი ფეხები მაგიდაზე დასადგმელად.
ღუმელში სისუფთავის დაცვის გასამარტივებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლით წმენდის ფუნქცია. ჩაასხით ლანგარში წყალი და ჩართეთ ფუნქცია. წყალი წარმოქმნის ორთქლს, რაც დაალბობს ღუმელის შიგნით ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს. გასრულების შემდეგ მიმხმარი ჭუჭყი ადვილად მოცილდება კამერის კედლებს.


მარტივად წმენდადი ემალი CRYSTAL CLEAN აიოლებს ღუმელის კამერის გასუფთავების პროცესს. თუ თქვენ კერძის მომზადებიდან 1-3 საათის შემდეგ დაიწყებთ კამერის წმენდას, ემალი CRYSTAL CLEAN გარანტიას იძლევა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყსა და ცხიმებს ძალზედ იოლად მოაცილებთ. საკმარისი იქნება მხოლოდ კამერის სველი ნაჭრით გაწმენდა.
ადვილად მოხსნადი ერთდონიანი ტელესკოპური მიმმართველები უზრუნველყოფენ ღუმელთან მუშაობის მოხერხებულობასა და ეფექტურობას. შესაძლებელია მთელი კონსტრუქციის სრულად დაშლა დამატებითი ინსტრუმენტების გამოუყენებლად. რაც კამერის იოლად და მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა


ღუმელში დამონტაჟებულია თანამედროვე და საიმედო ანჯამები მიმმართველებით. მიმმართველი უზრუნველყოფს კარის რბილ და უსაფრთხო დახურვას. კარის ბოლომდე დახურვა ხდება ავტომატურად და გამორიცხავს ძლიერად ან არააკურატულად დახურვისას კარის მირტყმას ან დაზიანებას, რაც ასევე, ახანგრძლივებს ღუმელის მომსახურების ხანგრძლივობას.
ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაცია
-
Classic
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
A
-
კი
-
1 დონის
-
ჰიდროლიზური
-
კი
-
2
-
კი
-
ორმაგი
-
ქრომირებული, მოხსნადი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
ელექტრო
-
ანტრაციტი
-
იტალია
-
59.5
-
89.5
-
57.8
-
11
-
116
-
ემალირებული
-
კი
-
ვერცხლისფერი
-
სენსორული, მულტიფუნქციური
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი