ელექტრო ღუმელი FH 911 B
ღუმელის მართვის პანელი სენსორულია ციფრული დისპფლეით. სენსორული მართვის პანელში არ შედის ჭუჭყი შიგნით, ხოლო ციფრული დისფლეი ზუსტად და გასაგებად აღნუსხავს ღუმელის მუშაობის რეჟიმებს.
ფასადი მთლიანად დამზადებულია ნაწრთობი მინისგან. მინის ფასადის ძირითადი უპირატესობა მისი ხანგამძლეობა და მოვლის სიმარტივეა. ნაწრთობი მინა მყარი და საიმედო მასალაა, მდგრადია ნაკაწრების მიმართ და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით – გატეხვისას იშლება წვრილ ფრაგმენტებად და არა მჭრელ და ბასრ ნატეხებად. სისუფთავის დაცვაც მარტივია, თქვენი ღუმელის ვიზუალური მხარის სისუფთავისთვის საკმარიასია მისი სველი ნაჭრით დროული გაწმენდა.
გალღობის ფუნქცია სწრაფად და ეფექტურად შეამზადებს პროდუქტს შემდგომი მომზადებისთვის. თქვენ აღარ მოგიწევთ პროდუქტის გასალღობად მაცივრის ან ოთახის ტემპერატურის გამოყენება.
კერძის სხვადასხვა დონეზე მომზადება – ეს ტურბო რეჟიმის თავისებურებაა და განკუთვნილია ღუმელის მთლიანი მოცულობის თანაბარზომიერად გაცხელებისთვის. თქვენ აღარ გჭირდებათ ფიქრი იმაზე, თუ სადაა განთავსებული თქვენი კერძი. ტემპერატურის ინტენსივობა თანაბარია მთელს კამერაში და კერძის მომზადება თანაბარზომიერად მიმდინარეობს.
თუ გადაწყვიტეთ ღუმელის სრული გაწმენდა, თქვენ შეგიძლაით მარტივად მოხსნათ კარი, ჩახსნათ მისგან მინები, გაასუფთაოთ ყველა კუთხე-კუნჭული და დამალული ადგილები. შემდეგ, ასევე მარტივად, სპეციალური ინსტრუმენტების გამოუყენებლად, შეძლებთ მის აწყობას და კვლავ ღუმელზე მიყენებას.
გაგრილების ინოვაციური ტექნოლოგიის გამეყენების გამო ღუმელის კარი არ ხურდება.
მთელი კონსტრუქცია ადვილად დაშლადია, რაც აიოლებს თითოეული მინის ცალ-ცალკე წმენდას.
ღუმელს კომპლექტში მოჰყვება ორი, სტანდარტული და ღრმა ლანგარი ProCook-ის დაფარვით, ასევე, ცხაურა. ღრმა ლანგარს აქვს ცხიმის ჩასადინარი, რაც მაღალი ცხიმგამდინარობის კერძების მომზადების ეფექტურობას ამაღლებს. ცხაურა უნივერსალური ფორმისაა და შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცალკე, ასევე ღრმა ლანგარში. აქვს დამცავი წიბო კერძის მდებარეობის ფიქსაციისთვის და მოსახერხებელი ფეხები მაგიდაზე დასადგმელად.
ღუმელში სისუფთავის დაცვის გასამარტივებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლით წმენდის ფუნქცია. ჩაასხით ლანგარში წყალი და ჩართეთ ფუნქცია. წყალი წარმოქმნის ორთქლს, რაც დაალბობს ღუმელის შიგნით ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს. გასრულების შემდეგ მიმხმარი ჭუჭყი ადვილად მოცილდება კამერის კედლებს.
მარტივად წმენდადი ემალი CRYSTAL CLEAN აიოლებს ღუმელის კამერის გასუფთავების პროცესს. თუ თქვენ კერძის მომზადებიდან 1-3 საათის შემდეგ დაიწყებთ კამერის წმენდას, ემალი CRYSTAL CLEAN გარანტიას იძლევა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყსა და ცხიმებს ძალზედ იოლად მოაცილებთ. საკმარისი იქნება მხოლოდ კამერის სველი ნაჭრით გაწმენდა.
ადვილად მოხსნადი ერთდონიანი ტელესკოპური მიმმართველები უზრუნველყოფენ ღუმელთან მუშაობის მოხერხებულობასა და ეფექტურობას. მოწყობილობის მრავალდონიანი სისტემა საშუალებას იძლევა განათავსოთ მიმმართველები თქვენთვის საჭირო დონეზე. შესაძლებელია მთელი კონსტრუქციის სრულად დაშლა დამატებითი ინსტრუმენტების გამოუყენებლად. რაც კამერის იოლად და მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.
ღუმელში დამონტაჟებულია თანამედროვე და საიმედო ანჯამები მიმმართველებით. მიმმართველი უზრუნველყოფს კარის რბილ და უსაფრთხო დახურვას. კარის ბოლომდე დახურვა ხდება ავტომატურად და გამორიცხავს ძლიერად ან არააკურატულად დახურვისას კარის მირტყმას ან დაზიანებას, რაც ასევე, ახანგრძლივებს ღუმელის მომსახურების ხანგრძლივობას.
ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია
-
High-Tech
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
A
-
კი
-
1 დონის
-
ჰიდროლიზური
-
კი
-
2
-
კი
-
ორმაგი
-
ქრომირებული, მოხსნადი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
ელექტრო
-
შავი
-
იტალია
-
59.5
-
89.5
-
57.8
-
11
-
116
-
მინის
-
კი
-
სენსორული, მულტიფუნქციური
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი