ელექტრო ზედაპირი ECS 603 C
მინაკერამიკა მოწინავე მასალაა სამზარეულოს ზედაპირებისათვის, რომელიც ხასიათდება და ფასდება სწრაფი სითბოგადაცემით, სწრაფად ხურდება და სწრაფადვე გრილდება. NEG – ესაა კერამიკული ზედაპირების მწარმოებელი იაპონიიდან. მას აწარმოებს კომპანია Nippon Electric Glass Co., Ltd. მისი სლოგანი Glass for future (მინა მომავლისთვის) უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ამ კომპანიის პროდუქცია მიმართულია გრძელვადიან და საიმედო მოხმარებაზე. თუ თქვენ აფასებთ სილამაზეს და საიმედოობას, მაშინ KUPPERSBERG-ის ინდუქციური ზედაპირი NEG-ის მინაკერამიკით საუკეთესო არჩევანია.
ელექტროქურების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც უსწრაფესად აცხელებს ჭურჭელს და, ამასთან ერთად, უზრუნველყოფს სითბოს თანაბარზომიერ განაწილებას ზედაპირზე.
კომფორის დიამეტრის შეუსაბამო ჭურჭელის მოხმარებამ შეიძლება დაწვას კომფორის გასახურებელი ელემენტები კომფორის შიგნით, რაც გამოიწვევს არათანაბარზომიერ გახურებას. გაფართოების ზონა გამორიცხავს ამას, უზრუნველყოფს კომფორის მოსახერხებელ მოხმარებას, ცვლის რა გახურების არეალს თქვენს მიერ გამოყენებადი ჭურჭლის ქვეშ.
მოსახერხებელი მართვა ერთი თითის მეშვეობით განმეორებადად დაჭერის გარეშე. თითის მარტივად და მსუბუქად გადაადგილებით თქვენ აყენებთ კომფორის სიმხურვალის სასურველ დონეს. სლაიდერი დროის ეკონომიისა და კერძის მომზადების გაიოლების საუკეთესო საშუალებაა.
გაცხელების წამიერად გათიშვის და ასევე წამიერად ჩართვის ფუნქცია. თუ თქვენ უცბად გასვლა დაგჭირდათ, ამ ფუქციის მეშვეობით ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ შეაჩეროთ მუშაობის პროცესი. დარწმუნებული იყავით, რომ გაცხელება შეჩერებულია და არ იფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება კერძი მიგეწვათ.
ბლოკირების ფუნქცია ჰმატებს უსაფრთხოებას ელექტრო ზედაპირს. ბლოკირების აქტივირებისას თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რომ ბავშვებმა შეიძლება შემთხვევით შეცვალონ პარამეტრები ან თქვენ უნებურად დაგეჭიროთ ხელი მართვის პანელზე.
უსაფრთხოებისათვის ზედაპირს აქვს ნარჩენი სითბოს ინდიკატორი. იგი მანამდე ანთია, ვიდრე ზედაპირი ცხელია. ინდიკატორით თქვენ განსაზღვრავთ კიდევ ცხელია თუ არა გახურების ზონა და როდის შეგეძლებათ ზედაპირის გაწმენდა კერძის მომზადების გასრულების შემდეგ.
თაიმერის ფუნქციით თქვენ შეძლებთ დააყენოთ მომზადების რეჟიმი თქვენთვის სასურველ დროზე. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაკავდეთ სხვა საქმეებით და არ ინერვიულოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგიწევთ კერძის ქურიდან გადმოდგმა. თაიმერი ავტომატურად გათიშავს მომზადების პროცესს და თქვენ მაშინ გადმოდგამთ კერძს ქურადან, როდესაც ამას მოისურვებთ.
Additional information
-
Classic
-
Hi-Light
-
არა
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
კი
-
NEG
-
სწორი კიდეები
-
ჩინეთი
-
ელექტრონული სენსორული/სლაიდერი
-
100 სმ
-
კი
-
ბეჟი
-
52
-
59
-
4.8
-
6,5