ელექტრო ღუმელი KFM 6009 BX
ღუმელის ფასადი დამზადებულია ნაწრთობი მინისგან. მინის ფასადის ძირითადი უპირატესობებია:
- ესთეტიურობა და სილამაზე;
- სიმყარე და ხანგამძლეობა;
- მოვლის სიმარტივე;
- მედეგობა ნაკრაწების მიმართ.
ნაწრთობი მინა გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით – სისუფთავის დაცვაც მარტივია, თქვენი ღუმელის ვიზუალური მხარის სისუფთავისთვის საკმარიასია მისი სველი ნაჭრით დროული გაწმენდა.
ღუმელის სრულად გაწმენდისას საჭიროა:
- ძალდატანების გარეშე მოვხნათ კარი;
- გამოვიღოთ მინები;
- ზედმიწევნით გავწმინდოთ მოწყობილობის ყველა კუთხე.
დასრულებისას, ასევე მარტივად ავაწყოთ კონსტრუქცია და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე დავაყენოთ იგი კვლავ თავის ადგილას.
კატალიტიკური წმენდა არის თვითწმენდის ფუნქცია. ღუმელის შიდა გვერდებზე დაყენებულია სპეციალური ფოროვანი პანელები, რომლებიც მომზადების პროცესში (მაღალ ტემპერატურაზე) თავისით იწოვენ და წვავენ კედლებზე მიშხეფებულ ცხიმს.
შედეგად, გვერდითა კედლები მუდამ სუფთა რჩება და ხელით რეცხვას არ საჭიროებს.
ჩვენი ღუმელის კომპლექტაციაში შედის ორი — 25 მმ-იანი სტანდარტული და 50 მმ-იანი ღრმა ლანგარი, ასევე უნივერსალური გრილის ბადე (ცხაურა). მაღალი ხარისხის ნაცრისფერი ემალით დაფარული ლანგრები იდეალურია ნებისმიერი სირთულის კერძისა თუ ნამცხვრის გამოსაცხობად, ხოლო ტევადი, 50 მმ-იანი ღრმა ლანგარი საუკეთესოა წვნიანი და ნოყიერი კერძების მოსამზადებლად. უსაფრთხოებისა და მეტი კომფორტისთვის, ღუმელს მოჰყვება ქრომირებული გვერდითა მიმმართველები და 1 წყვილი ტელესკოპური რელსი, რაც ცხელი ლანგრების უსაფრთხოდ და მარტივად გამოგორებას უზრუნველყოფს.
ადვილად მოხსნადი ერთდონიანი ტელესკოპური მიმმართველები უზრუნველყოფენ ღუმელთან მუშაობის მოხერხებულობასა და ეფექტურობას. შესაძლებელია მთელი კონსტრუქციის სრულად დაშლა დამატებითი ინსტრუმენტების გამოუყენებლად. რაც კამერის იოლად და მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა
მარტივად წმენდადი ემალი CRYSTAL CLEAN აიოლებს ღუმელის კამერის გასუფთავების პროცესს. თუ თქვენ კერძის მომზადებიდან 1-3 საათის შემდეგ დაიწყებთ კამერის წმენდას, ემალი CRYSTAL CLEAN გარანტიას იძლევა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყსა და ცხიმებს ძალზედ იოლად მოაცილებთ. საკმარისი იქნება მხოლოდ კამერის სველი ნაჭრით გაწმენდა.
ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია
-
KROGH
-
იტალია
-
59.5
-
59.5
-
56
-
73
-
9
-
შავი / უჟანგავი ლითონი
-
მინა
-
შავი
-
ციფრული
-
ელექტრო
-
კი
-
კი
-
კი
-
1 დონის
-
კატალიტიკური
-
3
-
კი
-
ქრომირებული, მოხსნადი
-
სიხშირე 50-60 ჰც, სიმძლავრე 3400 ვტ, ძაბვა 220-240 ვ
-
1
-
1