ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

როგორ შევარჩიოთ ქურის ზედაპირი?

როგორ შევარჩიოთ ქურის ზედაპირი?

ძველად გაზქურის შერჩევისას მხოლოდ ის უნდა განგესაზღვრათ როგორი ტიპის გაზქურის ზედაპირი გჭირდებოდათ — გაზის თუ ელექტრო. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს არჩევანი გაცილებით ფართოა. გარდა იმისა, რომ გაჩნდა ახალი სახეობა — ინდუქციური —, ფუნქციური თვალსაზრისითაც მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი. 

გაზქურის ზედაპირის ტიპები: გავიგოთ რომელია თქვენი სამზარეულოს შესაფერისი?

ბაზარზე ხელმისაწვდომ მრავალფეროვან მოდელებს შორის არჩევანის გაკეთება რთულია. ერთის სიმძლავრე გხიბლავთ, მეორის — ვიზუალი, მესამე შემთხვევაში კი ენერგოეფექტურობა მოგწონთ. 

იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ამ ქვეთავში დეტალურად განვიხილოთ სამივე ტიპი.

გაზის ზედაპირები

გაზის ზედაპირები ბუნებრივი რეაქციით მუშაობს — ბუნებრივი აირი და ჟანგბადი ერთმანეთთან რეაქციაში შედის და ნაპერწკალს წარმოქმნის. ალი ლითონის კომფორებიდან გამოდის და პირდაპირი ზემოქმედებით ათბობს ჭურჭელს. 

გაზქურის ზედაპირის ჩართვისთანავე რეაქცია მყისიერია და მას გასაცხელებლად დრო არ სჭირდება. ამასთანავე, მისი ალი, დანარჩენ ტიპებთან შედარებით, უფრო მძლავრია, თუმცა გამოყოფილი სითბოს მხოლოდ 40-45% ხარდება უშუალოდ საკვების მომზადებას, დანარჩენი გარემოში იფანტება.

თუმცა, ამ მოწყობილობის გაწმენდა ცოტა რთულია, რადგან ჯერ ბადეები და კომფორები უნდა მოხსნათ, ჩასაშენებელი გაზქურის ზედაპირი გაწმინდოთ და შემდეგ ისევ უკან დააბრუნოთ. 

გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის მოწყობილობის დასამონტაჟებლად სამზარეულოში გზის მილი აუცილებლად უნდა იყოს შემოყვანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გაზქურა არ გამოგადგებათ და ავტომატურად ელექტრო ან ინდუქციური მოდელები უნდა განიხილოთ.

ელექტრო ზედაპირები

ელექტროს მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა. ინდუქციურისაგან განსხვავებით, მასზე ნებისმიერი ტიპის ქვაბისა და ტაფის განთავსება შეიძლება. ენერგოეფექტურობის მხრივ, სითბოს დაახლოებით 75% საკვების მოსამზადებლად გამოიყენება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მისი ზედაპირები გლუვია და ადვილად იწმინდება.

თუმცა, ელექტრო ზედაპირები შედარებით ნელა და ზოგჯერ არათანაბრად თბება. ტრადიციული გაზისაგან განსხვავებით, მასზე ტემპერატურის სწრაფი ცვლილება რთულია, რადგან  რეაგირებისათვის ელემენტს დრო სჭირდება. მაგალითად, თუ სიმძლავრეს შეამცირებთ, გაზქურის ზედაპირი რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც მაღალ ტემპერატურას შეინარჩუნებს. 

ინდუქციური ზედაპირები

ამ შემთხვევაში, სითბოს დაახლოებით 90% კერძის მომზადებას ხმარდება. შესაბამისად ეს მოდელი ელექტროზე და გაზის მოდელებზე უფრო ენერგოეფექტურია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ ტიპის გაზქურები უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შექმნილი. 

მოდელებში გაზრდილია უსაფრთხოების ნორმებიც, მაგალითად, გაზქურის ზედაპირი ჭურჭელთან უშუალო კონტაქტის შემდეგ ცხელდება. გაზის ზედაპირის მსგავსად, ტემპერატურის კონტროლი ზუსტი და მყისიერია. თუმცა, აქ ნაკლები ენერგია იკარგება. რაც შეეხება მოვლას, მაქსიმალური სისუფთავის  მისაღწევად  უბრალოდ სველი ტილოც კი საკმარისია. 

ინდუქციური ზედაპირი თანამედროვე სამზარეულოსათვის ნამდვილად კარგი არჩევანია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კერძების მოსამზადებლად სპეციალური ჭურჭელი დაგჭირდებათ. ქვაბები და ტაფები რკინის მაღალი შემცველობის, მაგალითად, თუჯის ან უჟანგავი ფოლადის უნდა იყოს. 

მარტივი ტესტი: თუ ინდუქციური მაგნიტი ქვაბის ძირს ეკვრება მაშინ, ის გამოდგება. ან პირდაპირ ამ ტიპის გაზქურისათვის წარმოებული ჭურჭელი შეიძინეთ.

გაზქურის შერჩევა პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ ის განსაზღვრავს სამზარეულოს მოწყობას, მოვლის სირთულეს, ჭურჭლის შერჩევასა და ა.შ. დანარჩენი მახასიათებლები — დიზაინი, ფერი, ზომა, სიმძლავრე — თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებზეა დამოკიდებული.

ფაქტორები გაზქურის ზედაპირის შერჩევისას

თუ უკვე განსაზღვრეთ რომელი ტიპის ჩასაშენებელი ქურის ზედაპირი გჭირდებათ, რამდენიმე ფაქტორი კიდევ უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, სამზარეულოს ზომა და განლაგება, კომფორების რაოდენობა, მასალა და ფერი. 

სამზარეულოს ზომა და განლაგება

კარგად გაზომეთ სამზარეულოს ის ნაწილი, სადაც გაზის ზედაპირი უნდა დაამონტაჟოთ. დარწმუნდით, რომ პროდუქტების დასაჭრელად ან სხვა  ტექნიკის განსათავსებლად  სამზარეულოს ზედაპირზე საკმარისი სივრცე გრჩებათ. 

სტანდარტული გაზქურის ზედაპირების სიგანე 40-დან 90სმ-მდე მერყეობს. თუმცა, ,,კუპერსბერგში” გაზის ზედაპირების კოლექციაში უფრო კომპაქტური, 29სმ-იანი მოდელებიცაა ხელმისაწვდომი, რომლებიც სტუდიოს ტიპის სამზარეულოებს იდეალურად მოერგება. 

კომფორების რაოდენობა და განლაგება

სტანდარტულად ჩასაშენებელი გაზქურები 4 კომფორისაგან შედგება, თუმცა ბოლო წლებში ბაზარზე უფრო დიდი მოდელებიც, მაგალითად 5 კომფორიანი ზედაპირებიც გამოჩნდა. 

იმისათვის, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოთ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თუ რამდენად ხშირად და როგორი ინტენსივობით ამზადებთ კერძებს. თუკი კულინარიული ექსპერიმენტები გიზიდავთ და სამზარეულოში ხშირად ფუსფუსებთ, მაშინ 5 კომფორიან მოდელზე უნდა შეჩერდეთ. 

არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ზედაპირის შეძენას გეგმავთ, ,,კუპერსბერგში” კომფორების რაოდენობისა და განლაგების შერჩევას დაბრკოლების გარეშე შეძლებთ. ჩვენთან სამივე ტიპის მოწყობილობა — გაზის, ელექტრო და ინდუქციური — 2, 3, 4, ან 5 კომფორიანია. 

ზედაპირის მასალა და ფერი

მასალა არა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს განსაზღვრავს, არამედ პრაქტიკულობასაც:

  • მინის ზედაპირები თანამედროვე და დახვეწილია, თან ადვილად იწმინდება.
  • უჟანგავი ფოლადი კლასიკური და მდგრადია;
  • შავი ზედაპირები სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს დიზაინს უხდება და მარტივად იწმინდება. თეთრი, წითელი ან ვერცხლისფერი სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს, მაგრამ მათი მოვლა რთულია.

შეარჩიეთ ის მასალა და ფერი, რომელიც მოგწონთ, ერგონომიულია და სამზარეულოს დიზაინს უხდება. გვეწვიეთ შოურუმებში, მოსინჯეთ მინისა ან უჟანგავი ფოლადის მოდელები, შეარჩიეთ სასურველი ფერი და მოაწყვეთ სამზარეულო თანამედროვე ტექნიკით.

ტემპერატურის კონტროლი და დამატებითი ფუნქციები

გაზის ზედაპირები SABAF-ის პროფესიონალური კომფორებითაა აღჭურვილი, რომლებიც განსაკუთრებული გამძლეობით ხასიათდება. დამზადებულია ნაწრთობი მინის ან უჟანგავი ფოლადისაგან. ზოგიერთ მოდელში კი WOK კომფორიცაა ინტეგრირებული. 

„კუპერსბერგის” ელექტრო ზედაპირებზე კიდევ უფრო მეტი ფუნქციაა ხელმისაწვდომი, მაგალითად:

  • ნარჩენი სითბოს ინდიკატორი გაფრთხილებთ, რომ გაზის ზედაპირი  ჯერ კიდევ ცხელია;
  • HI-LIGHT ფუნქცია უსწრაფესად აცხელებს ზედაპირს და თანაბრად ანაწილებს სითბოს;
  • თაიმერის ფუნქცია — ზედაპირს წინასწარ განსაზღვრული დროით აპროგრამებთ და რომლის ამოწურვის შემდეგაც ავტომატურად ითიშება. 

ინდუქციური ზედაპირები კი უსაფრთხოების სტანდარტებთან, მოსახერხებელ დიფლეისა და მაღალი ხარისხის მასალებთან ერთად, რეჟიმების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა — გალღობის (50°C), გაცხელება/სითბოს შენარჩუნების (70°C) და მოშუშვის (90°C) რეჟიმები. ამრიგად, შეგიძლიათ კერძებისათვის ოპტიმალური რეჟიმი ზუსტად განსაზღვროთ. 

ეს ფუნქციების მცირე ჩამონათვალია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ,,კუპერსბერგის” ონლაინ მაღაზიას

გახსოვდეთ, რომ მთავარია ტექნიკის შერჩევისას ფუნდამენტური საკითხები —  გაზქურის ტიპი, სამზარეულოს ზომა, კომფორების რაოდენობა, დიზაინი და თქვენი პირადი კულინარიული ჩვევები გაგვიზიაროთ. იდეალური მოდელის შერჩევაში ჩვენ დაგეხმარებით.  

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი