ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი
-10%

ელექტრო ღუმელი HO 658 T

1617,00 
შეძენა
უფასო მიწოდება
საქართველოს მასშტაბით
გარანტია 4 წელი
ხარისხის სტანდარტების მკაცრი დაცვა
მინის ფასადი
ღუმელის კარის გაგრილება 3 მინა
გალღობა
სწრაფი გაცხელება
65 ლიტრიანი კამერა
მოხსნადი და სრულად დაშლადი კარი
ორთქლით წმენდა
CRYSTAL CLEAN
ენერგომოხმარების კლასი A
მინის ფასადი

ღუმელის ფასადი დამზადებულია ნაწრთობი მინისგან. მინის ფასადის ძირითადი უპირატესობებია:

  • ესთეტიურობა და სილამაზე;
  • სიმყარე და ხანგამძლეობა;
  • მოვლის სიმარტივე;
  • მედეგობა ნაკრაწების მიმართ.

 

ნაწრთობი მინა გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით – გატეხვისას იშლება წვრილ ფრაგმენტებად და არა მჭრელ და ბასრ ნატეხებად. სისუფთავის დაცვაც მარტივია, თქვენი ღუმელის ვიზუალური მხარის სისუფთავისთვის საკმარიასია მისი სველი ნაჭრით დროული გაწმენდა.

ღუმელის კარის გაგრილება 3 მინა

გაგრილების ინოვაციური  ტექნოლოგიის გამეყენების გამო ღუმელის კარი არ ხურდება.

  1. პირველი შიდა მინა ათერმულია, სითბოს ნაწილი ბრუნდება ღუმელში, აჩქარებს გახურებას და საჭირო ტემპერატურის მიღწევას, რაც სასიკითეთოდ აისახება კერძის მომზადების პროცესზე.
  2. მეორე მინა მოთავსებულია ათერმულ და ფასადურ მინებს შორის, ხელს უწყობს კარის სავენტილაციო ჰაერის ნაკადის განცალკევებულად ცირკულაციას.
  3. ფასადის მინა პრაქტიკულად არ ხურდება, რამდენადაც ცხელი ჰაერის ნაკადი კამერის შიგნით მოძრაობს.

მთელი კონსტრუქცია ადვილად დაშლადია, რაც აიოლებს თითოეული მინის ცალ-ცალკე წმენდას.

გალღობა

გალღობის პროგრამა სწრაფად და ეფექტურად შეამზადებს გაყინულ ნახევარფაბრიკატებს შემდგომი მომზადებისთვის. ამ სასარგებლო ფუნქციის წყალობით თქვენ აღარ მოგიწევთ პროდუქტის გასალღობად მაცივრის ან ოთახის ტემპერატურის გამოყენება.

სწრაფი გაცხელება

სწრაფი გაცხელების ფუნქცია ამცირებს ტემპერატურის საჭირო დონეზე აწევის ხანგრძლივობას. ღუმელის გამოყენების ყოველ ჯერზე შეგიმცირდებათ მისი გაცხელების მოლოდინის დრო.

65 ლიტრიანი კამერა

ღუმელის 65 ლიტრიანი კამერა თითქოსდა, ერთი შეხედვით, მცირე მოცულობისაა, თუმცა-ღა იტევს იმავე მოცულობის ლანგარებს, რასაც 70 და 76 ლიტრიანი ღუმელები. ღუმელის კამერა უნაკეროა, არ აქვს პირაპირები, სადაც შეიძლება დაგროვდეს ჭუჭყი და გაართულოს წმენდის პროცესი.

მოხსნადი და სრულად დაშლადი კარი

ღუმელის სრულად გაწმენდისას საჭიროა:

  • ძალდატანების გარეშე მოვხნათ კარი;
  • გამოვიღოთ მინები;
  • ზედმიწევნით გავწმინდოთ მოწყობილობის ყველა კუთხე.

დასრულებისას, ასევე მარტივად ავაწყოთ კონსტრუქცია და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე დავაყენოთ იგი კვლავ თავის ადგილას.

ორთქლით წმენდა

ღუმელში სისუფთავის დაცვის გასამარტივებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლით წმენდის ფუნქცია. ჩაასხით ლანგარში წყალი და ჩართეთ ფუნქცია. წყალი წარმოქმნის ორთქლს, რაც დაალბობს ღუმელის შიგნით ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს. გასრულების შემდეგ მიმხმარი ჭუჭყი ადვილად მოცილდება კამერის კედლებს.

CRYSTAL CLEAN

მარტივად წმენდადი ემალი CRYSTAL CLEAN აიოლებს ღუმელის კამერის გასუფთავების პროცესს. თუ თქვენ კერძის მომზადებიდან 1-3 საათის შემდეგ დაიწყებთ კამერის წმენდას, ემალი CRYSTAL CLEAN გარანტიას იძლევა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყსა და ცხიმებს ძალზედ იოლად მოაცილებთ. საკმარისი იქნება მხოლოდ კამერის სველი ნაჭრით გაწმენდა.

ენერგომოხმარების კლასი A

ევროკავშირის კომისიის დირექტივების თანახმად, საქონლის ენერგოეფექტურობის მარკირება აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც აქვს ასოთი აღნიშვნები a დან G-მდე, სადაც A წარმოადგენს უმაღლესს კლასს. ენერგომოხმარების კლასი A – ესაა დაბალი და ეფექტური ენერგომოხმარების მიღება, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ეფექტური ენერგომოხმარება ამცირებს ოჯახის ბიუჯეტში ელექტროენერგიის ხარჯებს.

 

დამატებითი ინფორმაცია

უფასო მიტანა
უფასო მიტანა
ონლაინ კონსულტაცია
ონლაინ კონსულტაცია
ლოიალურობის პროგრამა
ლოიალურობის პროგრამა
შესყიდვის დაბრუნება
შესყიდვის დაბრუნება
კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი